კანის მკვებავი სპეციალური საშუალებები

კანის მკვებავი სპეციალური საშუალებები

ნუშის ნატრალური რძე

25 გ გარჩეული, ტკბილი ნუში დანაყეთ ან დაფქვით. დაასხით 1/2 ჩ/ჭ თბილი, ანადუღარი წყალი. კარგად შეანჯღრიეთ. დაუმატეთ ცოტა მარილი, გაწურეთ დოლბანდში. შეინახეთ ცივ ადგილას. გამოყენებამდე - დილას და საღამოს კვლავ შეანჯღრიეთ.

დაისხით ხელისგულზე 1-2 ჩ/კ სითხე და კარგად შეიზილეთ სახესა და ყელზე. თუ გაფართოებული კაპილარები გაქვთ, გირჩევთ, მარილის ნაცვლად დაუმატოთ ტანინი, რომელიც წინასწარ იქნება გახსნილი 1 ჩ/კ თბილ წყალში.

მცენარეული ნაყენის კომპრესები

თუ მშრალი კანი გაქვთ ან - რაიმე გამონაყარი, სასურველია დღეგამოშვებით თბილი კომპრესების დადება ან სახის გაწმენდა შემდეგი შემადგენლობის ნაყენით: 1 ს/კ ცაცხვის ყვავილები მოხარშეთ 1/2 ჩ/ჭ რძეში და მიღებული ნაყენი 20-25 წუთი მოათავსეთ ცხელ წყლით სავსე თასში.

თუ კანი მგრძნობიარე, ნაზი და ფორებიანია, მაშინ ცაცხვის ყვავილის მაგივრად აიღეთ ვარდის ან სალბის მშრალი ფურცლები. 1 ს/კ მცენარე მოხარშეთ 1/2 ჩ/ჭ წყალში და დაუმატეთ იმავე რაოდენობის რძე. სახე უნდა გაიწმინდოთ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონით.

მარილიანი აბაზანები

მარილიანი წყლით დაბანა კარგად მოქმედებს სახის კუნთებზე. დილით, კრემის წასმიდან 20-25 წთ-ის შემდეგ, სახე დაიბანეთ გრილი, მარილიანი ხსნარით (1 ჩ/ჭ წყალზე 1 ჩ/კ მარილი). პროცედურა შეასრულეთ 15-20 დღის განმავლობაში, ყოველდღე. 2-3 კვირის შემდეგ კურსი გაიმეორეთ.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი