ავტორი:

"ჩემი ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი...დიდხანს არ მიფიქრია" - რას ამბობს გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ეროვნულ ნაკრებთან პირველად ივარჯიშა

"ჩემი ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი...დიდხანს არ მიფიქრია" - რას ამბობს გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ეროვნულ ნაკრებთან პირველად ივარჯიშა

20 წლის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. გიორგი მიქაუტაძეს 2020-2021 წლების სეზონი ნამდვილად კარგი გამოუვიდა. თავდამსხმელმა 18 გოლი გაიტანა, ფრანგულ "მეტცთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, ასევე, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ეროვნული ნაკრებიდან მიწვევაც მიუვიდა.

მიქაუტაძე ეროვნულ ნაკრებთან ერთად მარტში 3 შეხვედრას, შვედეთის (25 მარტს), ესპანეთისა (28 მარტს) და საბერძნეთის წინააღმდეგ (31 მარტს) გამართავს.

seraing-ის ოფიციალურმა გვერდმა გიორგისთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და მისი ამჟამინდელი გუნდის შესახებ საუბრობს:

- რა გრძნობა გქონდათ არჩევანის გაკეთებისას?

- მე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს ვესაუბრე, რომელმაც მე ამირჩია და მითხრა, რომ ჩემი თამაში მოსწონდა. სიმართლე რომ გითხრათ, არჩევის დროს გაკვირვებული საერთოდ არ ვყოფილვარ, უფრო ამაყი ვიყავი. ჩემი მშობლები პარიზში ცხოვრობენ, თუმცა მე ოჯახი საქართველოშიც მყავს.

- არ იყო რთული საფრანგეთსა და საქართველოს შორის არჩევანის გაკეთება?

- პირველ რიგში, რეალისტები უნდა ვიყოთ და გავიაზროთ დღევანდელი საფრანგეთის ნაკრების შეტევის ხაზი. ამასთან ერთად, მე ვილი სანიოლის ფეხბურთისადმი მიდგომა ძალიან მომწონს. საქართველოში 2011 წლის შემდეგ აღარ ვყოფილვარ, ჩემთვის კი ეს ქვეყანა ძალიან ბევრს ნიშნავს. გაეცანით ინტერვიუს სრულ ვერსიას

"არჩევანი საფრანგეთსა და საქართველოს შორის? საქართველოდან უფრო მალე მომმართეს. დიდხანს არ მიფიქრია. შემდეგ ვილი სანიოლმა დამირეკა და ვილაპარკეთ. მითხრა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაკვირდება და ჩემი თამაში მოსწონს. კერძოდ: მობილურობა, უნივერსალობა და გოლების გატანა. ამან გამახარა. მთელი ოჯახი ჩემით ამაყობს. ახლა შესარჩევ ციკლში ბოლომდე უნდა დავიხარჯო.

ჩემი ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან რთული მატჩები გველის" - აღნიშნა მიქაუტაძემ.

რუსეთის თასზე, მატჩის შემდეგ, გია გრიგალავა ცსკა-ს მწვრთნელებს თავს დაესხა და თავის გახვრეტით დაემუქრა - ქართველი ფეხბურთელი სკანდალში გაეხვა

1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ამსახველი, ნაკლებად ცნობილი 5 ფოტო

"ამერიკელი ვარსკვლავი შეროლ პორტერი პირველად სინჯავს ქართულ ხინკალს" - ნახეთ როგორი რეაქცია აქვს მას დაგემოვნებისას