Daihatsu - ინგლისელი მძღოლების საყვარელი ავტო

Daihatsu - ინგლისელი მძღოლების საყვარელი ავტო

ბრიტანელმა მძღოლებმა ყველაზე სანდო ავტომობილებად Daihatsu-ს მოდელები დაასახელეს. სხვადასხვა სფეროზე სპეციალიზებულ პორტალ "Which?"-ის მიერ ჩატარებულ ინტერნეტგამოკითხვაში 64 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

"დაიჰაცუს" მანქანებმა მაქსიმალური 100-დან, 96,8 ბალი მიიღეს. ყველაზე სანდო მანქანების ათეულში ასევე მოხვდნენ "ჰონდა" (85,3 ბალი), "ტოიოტა" (84,6), "მაზდა" (83,7), "სუძუკი" (82), "სუბარუ" (81,7), "ჰიუნდაი" (81,6), "მიცუბიში" (81,2) და "კია" (81). ჩამონათვალის ბოლოში აღმოჩნდნენ "რენო" (71,4), "ჯიპი" (70,5), "ალფა რომეო" (69,1), "კრაისლერი" (67,7) და "ლენდ როვერი" (67,5).

გარდა ამისა, ავტომობილისტებს საუკეთესო ავტომწარმოებლების დასახელებაც სთხოვეს. პირველი ადგილი კომპანია "შკოდამ" დაიკავა, რომელმაც თავისი ავტომობილების ხარისხისა და ფასების გათვალისწინებით, ასევე მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი მომსახურების შედეგად მიიღო კარგი გამოხმაურება. ლიდერს ცოტათი ჩამორჩნენ "ლექსუსი" და "მაზდა".

ადრე მსგავსი გამოკითხვა აშშ-ის მოსახლეობაშიც ჩატარდა. ამერიკელმა მძღოლებმა ყველაზე სანდო მანქანებად "პორშე", "აკურა" და "მერსედეს ბენცი" დაასახელეს. გარდა ამისა, მათ ყველაზე პრობლემურ ავტოდ "ლენდ როვერი" ჩათვალეს.

ალექსი რეხვიაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)