ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 73 წლის ქალია, რომელიც ბათუმში, კლინიკა "მედალფაში" 8 აპრილიდან მკურნალობდა.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტი ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან იყო და მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 388-ს შეადგინს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4971 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 519 პირი.

ინფორმაციისთვის, 385 ადამიანიდან 86 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა 22 აპრილამდე მოქმედებს

ხვალიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

რა ხდებოდა შარშან მიცვალებულთა დღეს თბილისის სასაფლაოებზე და რა ხდება ახლა - ფოტოები