Nokia N8-ის ჩინური "კლონი" ბაზარზე ორიგინალზე ადრე გამოჩნდება

Nokia N8-ის ჩინური "კლონი" ბაზარზე ორიგინალზე ადრე გამოჩნდება

ჩინელმა მწარმოებლები ბაზარზე ფლაგმანური სმარტფონის Nokia N8-ის "კლონს" ორიგინალზე ადრე გამოიტანენ. ჩინურ მოდელს iZiNN CJ-3 ეწოდება და გარეგნულად ძალიან წააგავს ფინურ აპარატს, რომლის ანონსირება რამდენიმე თვის წინ მოხდა, თუმცა მაღაზიების დახლებზე ჯერაც არ გამოჩენილა.

"კლონფონი" 3,5 დიუმიანი სენსორული ეკრანით არის აღჭურვილი და არ აქვს აპარატული კლავიატურა. Nokia N8-ის მსგავსად, HDMI-პორტი ჩინურ მოდელსაც გააჩნია, თუმცა ფინური ანალოგისგან განსხვავებით, iZiNN CJ-3 Symbian^3-ით არ იმართება. "კლონს" ორიგინალზე დაბალი ხარისხის კამერა და სანათი აქვს.

iZiNN CJ-3 მაღაზიაებში, ორიგინალზე ადრე, უკვე ამ თვიდან გამოჩნდება. მისი ფასი ჯერჯერობით არ ცხადდება.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)