ავტორი:

ბრიტანული ცენტრი, სრული მომსახურებით, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა

ბრიტანული ცენტრი, სრული მომსახურებით, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა

დაკო ლომიძე, ბრიტანული ცენტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი:

არსებულ ვითარებაში, როდესაც არამხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის გამოწვევების წინაშე ვართ, მომხმარებლებისთვის დისტანციური სერვისის შეთავაზება უაღრესად მნიშვნელოვანი გახდა.

მოგეხსენებათ, ბრიტანული ცენტრი ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლათა ყველაზე დიდ ქსელს აერთიანებს საქართველოში. მომხმარებლებისგან, განსაკუთრებით ჩვენი ემიგრანტებისგან, მუდმივად გვქონდა მოთხოვნა, დისტანციურ რეჟიმში მიგვეწოდებინა სერვისი, რასაც მცირე დოზით, წლების განმავლობაში ვახორციელებდით, თუმცა, აქამდე, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე ვიყავით ორიენტირებული და ვცდილობდით ინგლისური ენის შესწავლა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაგვეხადა საქართველოს მოსახლეობისთვის, რაც იმაში გამოიხატება, რომ ბრიტანული ცენტრი საქართველოს მასშტაბით 13 ფილიალს აერთიანებს, გარდა დედაქალაქისა, ჩვენი ფილიალები წარმოდგენილია რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. პარალელურად, ცხადია, ვმუშაობდით დისტანციური სერვისის დახვეწასა და განვითარებაზე. დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე კი, ბრიტანული ცენტრი, სრულ მომსახურებას ონლაინ რეჟიმში განაგრძობს.

რამდენად აღმოჩნდით მზად, სრული მოცულობით, დისტანციური სწავლებისთვის?

მოგეხსენებათ, ბრიტანული ცენტრი, ინგლისური ენის სწავლებისას ქალანის მეთოდს იყენებს. ქალანის მეთოდი, ინგლისური ენის შესწავლის, უნიკალური მეთოდია, რომელიც დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აღნიშნული მეთოდით, ინგლისურ ენას, მსოფლიოს 50 ქვეყნის 400-მდე სკოლაში ასწავლიან, მათ შორის საქართველში, სადაც ინგლისის ქალანის მეთოდის ორგანიზაციის (CMO) მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე მეთოდის გამოყენების ექსკლუზიური ლიცენზია ბრიტანულ ცენტრს აქვს მინიჭებული, სწავლების ხარისხის მართვა და კონტროლიც ბრიტანული მხარის მიერ ხორციელდება.

CMO-ს მრავალი წელია აპრობირებული აქვს ქალანის მეთოდით ონლაინ რეჟიმში სწავლება, გარდა პედაგოგთან ვიდეო გაკვეთილებისა, შექმნილია დისტანციური სწავლების ისეთი არხები, როგორიცაა: ინტერაქტიული სწავლების ონლაინ პლატფორმა, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ როგორც სტანდარტული, ასევე ვიდეო-აუდიო სავარჯიშოების ინტერაქტიულ რეჟიმში შესრულება, შექმნილია იგივე ფუნქციონალის მობილური აპლიკაცია. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ბრიტანელ პარტნიორებს, რომლებმაც მიმდინარე კრიზისის პერიოდში, ჩვენი სტუდენტებისთვის აღნიშნულ არხებზე წვდომა უფრო მოქნილი გახადეს.

აქედან გამომდინარე, მეთოდოლოგიურად და ტექნიკურად, სწავლების დისტანციურ რეჟიმში გადატანა სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენდა. ბრიტანულ ცენტრში, ყოველწლიურად, ათასობით ადამიანი სწავლობს ინგლისურ ენას, ვგულისხმობ, როგორც ინდივიდუალურ მსმენელებს, ასევე კორპორატიულ კლიენტებს. საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანი იყო არსებული ჯგუფების ვირტუალურ ჯგუფებად დროულად გადაკომპლექტება, ახლა კი მზად ვართ ახალი მომხმარებლებიც მივიღოთ და დისტანციური მომსახურება ბრიტანული ცენტრის ხარისხით შევთავაზოთ.

ზოგადად, ვფიქრობ, ნებისმიერ გამოწვევას, არა სირთულის, არამედ შესაძლებლობის ჭრილში უნდა შევხედოთ, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქამდე დროის მუდმივი დეფიციტი გვქონდა და არსებულ მოცემულობაში გამოთავისუფლებული დრო სწავლისა და თვითგანვითარებისთვის გამოვიყენოთ.

R

სტერეო +-მა და დიჯიტალ ტვ-მ სოციალურად დაუცველებს სააღდგომო საჩუქარი გადასცეს

მინერალური წყალი „ლიკანი“ გვთავაზობს სახალისო გამოწვევას #თავგადასავალისახლში და მთელი წელი ულევი ენერგიით ავსებას გვპირდება !

სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიამ" თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა