არ უნდა დაგვავიწყდეს 2008 წელს სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენები, რათა მათი განმეორება არ დავუშვათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ბორის გრიზლოვმა განუცხადა.
”ორი წელი გავიდა, მაგრამ ჩვენ ის მოვლენები არ უნდა დავივიწყოთ. პირველ ყოვლისა, იმის გამო, რომ მათი განმეორება არ დავუშვათ”, - განაცხადა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარემ.
”სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობაზე და რუს სამშვიდობოებზე თავდასხმამ კონფლიქტის სხვაგვარად განვითარება შეუძლებელი გახადა, - განაცხადა მან, - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საბრძოლო მოქმედების შედეგად სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება გარდაუვალი იყო - ამ ხალხებსა და თბილისის რეჟიმს შორის მეტისმეტად დიდი უფსკრული გაჩნდა”.
”ჩვენ ჩვენს მოქალაქეებსა და ჩვენს სამშვიდობოებს ვიცავდით და სწორედ ამის წყალობით ახალი მსხვერპლი თავიდან ავიცილეთ. საქრთველოს ხელისუფლებას მშვიდობა ვაიძულეთ”, - აღნიშნა სპიკერმა.
”დღეს რუსი დეპუტატები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში პარლამენტარიზმის განვითარებას მხარს უჭერენ, მათი წარმომადგენლები ჩვენს ღონისძიებებში მონაწილეობენ, ჩვენ მთელი რიგი ორმხრივი შეთანხმებების რატიფიკაცია მოვახდინეთ”, - აცხადებს გრიზლოვი. ”უცხოელ კოლეგებთან საუბრისას სახელმწიფო დუმა აქტიურად განიხილავს და წყვეტს იმ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის და ასევე მთლიანად კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისთვის”, - აღნიშნა მან.
მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.