ავტორი:

გლდანში 62 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, CO-თი დაიღუპა - ბინაში აკრძალული გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული

გლდანში 62 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, CO-თი დაიღუპა - ბინაში აკრძალული გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული

"თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, გლდანში, 62 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, CO-ით დაიღუპა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ბინაში უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაციც იპოვეს, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, შემოწმების შედეგად ბინაში აკრძალული, კუსტარულად დამონტაჟებული მკვლელი ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი აღმოჩნდა.

"დღეს დილით გლდანის მე-5 მკრ-ში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 62 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ბინაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

სამაშველო საგამოძიებო და “თბილისი ენერჯის” სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ, სპეციალური აპარატურით შემოწმდა გაზგაყვანილობა. ბინაში აღმოჩნდა აკრძალული, კუსტარულად დამონტაჟებული მკვლელი ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი.

ბინაში სადაც მამაკაცი სავარაუდოდ, CO-თი დაიღუპა, რამდენიმე თვის წინ „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა გეგმიური შემოწმებისას კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი აღმოაჩინეს და ჩახსნეს ქსელიდან. ბინაში მცხოვრებლები კი გააფრთხილეს, თუმცა მოგვიანებით როგორც აღმოჩნდა მათ კვლავ თვითნებურად დააერთეს აკრძალული და საშიში ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი, რაც სავარაუდოდ, ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა.

"თბილისი ენერჯი" გაფრთხილებთ დაიცვათ გაზზე მომუშავე დანადგარების უსაფრთხო მოხმარების წესები და აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩვენი სპეციალისტების რჩევები. ასევე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კატეგორიულად აკრძალულია დახურულ სივრცეში ღია კამერიანი გაზის გამათბობლების და წყლის გამაცხელებლების (ე.წ. კალონკების) მოხმარება. გაუფრთხილდით საკუთარი ოჯახის წევრების და მეზობლების ჯანმრთელობას”, - ნათქვამია განცხადებაში.

აქცია მარნეულში - გუბერნატორსა და "ევროპული საქართველოს" წევრს შორის დაპირისპირება მოხდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 411-მდე გაიზარდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა