ავტორი:

იპოდრომზე, "გირჩის" ორგანიზებულ აქციაზე რამდენიმე მონაწილე დააკავეს

იპოდრომზე, "გირჩის" ორგანიზებულ აქციაზე რამდენიმე მონაწილე დააკავეს

ხულიგნობისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვის იპოდრომის ტერიტორიაზე "გირჩის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

განყოფილებაში არიან გადაყვანილნი აქციის ორგანიზატორებიც. დაკავებულებს სავარაუდოდ 3000-ლარიან ჯარიმას გამოუწერენ.

გუშინ, "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საზოგადოებას "ფეისბუქით" მოუწოდა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელება იპოდრომზე გაეპროტესტებინათ. ჯაფარიძეს იმედი ჰქონდა, რომ პატრული ვერ დააჯარიმებდათ, რადგან იპოდრომზე, ღია ცის ქვეშ, დისტანციის დაცვით იდგებოდნენ.

ადგილზე 20-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც პოლიციამ დაშალა.

"საქართველო ასე რატომ ნერვიულობს? ვერავინ გვეტყვის, ვინ დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად" - დავით არახამიას პასუხი გახარიას

LIVE: 360 გრადუსი - ლადო პაპავა, აკაკი ბობოხიძე, ირაკლი კოვზანაძე

"თვალებში ნაცრის შეყრაა... ტყუილია, რომ 350 ათას ადამიანს მივცემთ თვეში 200 ლარსო" - როგორ აფასებენ ანტიკრიზისულ გეგმას ოპოზიციონერები და ექსპერტები