ავტორი:

"საქართველო ასე რატომ ნერვიულობს? ვერავინ გვეტყვის, ვინ დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად" - დავით არახამიას პასუხი გახარიას

"საქართველო ასე რატომ ნერვიულობს? ვერავინ გვეტყვის, ვინ დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად" - დავით არახამიას პასუხი გახარიას

უკრაინის რადას ფრაქცია "სლუგა ნაროდას" თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს ხელისუფლებაში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შემთხვევაში, უკრაინაში საქართველოს ელჩის გამოწვევის შესახებ. იუწყება გამოცემა "obozrevatel.com".

გამოცემასთან ინტერვიუში არახამიამ განაცხადა, რომ ასეთი სცენარის შემთხვევაში, საქართველო უფრო დიდ პრობლემებს გადააწყდება, ვიდრე უკრაინა. მისივე თქმით, ის სააკაშვილს კარგ ადამიანად და მთავრობაში კარგ კანდიდატად მიიჩნევს.

"საქართველო ასე რატომ ნერვიულობს? შესაძლებელი იყო სრულიად უბრალოდ მოეხდინათ რეაგირება. ვიღაცამ ვიღაც პირველ პირადაც კი არა, არც მეორე, არამედ ვიცე-პრემიერად წამოაყენა. მაშ რისთვის არის საჭირო ასეთი აგრესია? ძალიან საშიშია იმის ნახვა, როდესაც ჩვენი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებაზე გვერდით მყოფი, გაცილებით მცირე ქვეყანა ასე რეაგირებს.

თუკი ჩვენ გვექნება დიპლომატიური პრობლემები, საქართველოს უფრო ძლიერად ექნება ეს პრობლემები, ვიდრე ჩვენ. ეს ხომ აშშ არაა, რომელიც ამბობს: "თქვენ გექნებათ დიპლომატიური პრობლემები". ეს საქართველოა. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს" - განაცხადა არახამიამ.

მანვე აღნიშნა, რომ თავად ქართველია და კარგად ესმის, როგორ აღიქმება სააკაშვილი ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის.

"ეს არის უბრალოდ ზეწოლის მცდელობა. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო გვაქვს და ვერც ერთი ქვეყანა მსოფლიოში ვერ გვეტყვის, ვინ დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად და ვინ არა. აქ სრულიად არასწორი რიტორიკაა. ჩვენ ქართველებთან ვიპოვით საერთო ენას, ჩვენ ძმული ერები ვართ, ეს სტუმართმოყვარე ქვეყანაა" , - განაცხადა არახამიამ.

მისივე თქმით, კარანტინამდე უკრაინა მეორე ადგილს იკავებდა ტურისტული ნაკადის თვალსაზრისით საქართველოში. ამიტომ, იმედოვნებს, რომ თბილისი არ ისურვებს დაკარგოს კლიენტების ეს სეგმენტი.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა საქართველოს მთავრობისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

მისივე თქმით, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.

"...ესეც ჩემთვის მიუღებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოყვება. ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ," - განაცხადა გახარიამ.

"ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია" - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი

LIVE: 360 გრადუსი - ალეკო ელისაშვილი, თინა ბოკუჩავა, ენძელა მაჭავარიანი

70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა იხსნება