ავტორი:

"საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის რისკებს და ამას სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება" - თენგიზ ცერცვაძე

"საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის რისკებს და ამას სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ამ ეტაპზე დაწესებული შეზღუდვები საკმარისია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის და მათი გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავს.

ამის შესახებ ცერცვაძემ გორის ჰოსპიტალთან ისაუბრა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო.

"ამ ეტაპზე მიღებული ზომები საკმარისია, რადგან ამჟამად საქართველოში დაავადების გავრცელების სცენარი არ არის დრამატული, არის ერთ-ერთი საუკეთესო, ევროპისა და ამერიკის ფონზეც, ამიტომ შემდგომი გამკაცრება არ მიმაჩნია საჭიროდ.

თუმცა, თუ ადგილი ექნა უპასუხისმგებლობების გამოვლინებებს, როგორსაც მარნეულში ჰქონდა ადგილი და თუ ძალით მოვინდომეთ, რომ ეს ძლივს მიღწეული სტაბილიზაცია ჩვენივე ხელით დავანგრიოთ სრულიად არასაჭირო შეკრებებით ცალკეულ ადგილებზე, მაშინ დადგება გამკაცრების აუცილებლობა დღის წესრიგში. ამიტომ, დავიცვათ ეს შედარებით რბილი წესები, რომ მათი გამკაცრების აუცილებლობა არ დადგეს!" - განაცხადა ინფექციურის დირექტორმა.

მანვე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ერთი კოვზით ზიარებასთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძის მოსაზრების შესახებ:

"ყველას აქვს თავისი პოზიცია, ყველა მაინც გამოვდივართ იქედან, რომ ეს მაინც სენსიტიური თემაა და პატივს ვცემთ საქართველოს ეკლესიას, მაგრამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას რომ, საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკებს და მას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება" - განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიას განუცხადა, რომ ვერ უპასუხებს კითხვას, არის თუ არა საერთო კოვზით ზიარება სარისკო ან უსაფრთხო Covid-19-ის პანდემიის გავრცელების კუთხით, რადგან ამას "მეცნიერული კვლევა" სჭირდება.

რძის პროდუქტები, რომლებშიც რძე არ აღმოჩნდა - თბილისის მაღაზიებში ჩატარებული კვლევის შედეგები

"გიგა ტატიაშვილი არაა ჩვენს ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი" - რა ინფორმაციას ავრცელებს ჭიდაობის ფედერაცია

ბიძინა ივანიშვილმა და ეკატერინე ხვედელიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაათვალიერეს