ავტორი:

"მინდა გაგახაროთ, 24 საათში 8 პაციენტი გამოჯანმრთელებული გავწერეთ, ასეთი რამ ამ თვე-ნახევრის მანძილზე არ გვქონია" - ტურძელაძე

"მინდა გაგახაროთ, 24 საათში 8 პაციენტი გამოჯანმრთელებული გავწერეთ, ასეთი რამ ამ თვე-ნახევრის მანძილზე არ გვქონია" - ტურძელაძე

"24 საათში 8 პაციენტი გამოჯანმრთელებული გავწერეთ, ასეთი რამ ამ თვე-ნახევრის მანძილზე ჯერ არ გვქონია" - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 86 პაციენტია, მათგან რვა რეანიმაციაშია, სამის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.

"მინდა გაგახაროთ, რადგან რომ ჩვენც ძალიან გვიხარია. გუშინ საღამოს 4 პაციენტი გავწერეთ გამოჯანმრთელებული და დღესაც კიდე ოთხი. ანუ, 24 საათში 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი გავწერეთ. ასეთი შემთხვევა ამ თვენახევრის განმავლობაში არ გვქონია.

კიდევ აღებული გვაქვს მეორეჯერადი ტესტები და შესაძლოა ხვალაც კიდევ უფრო მერი პაციენტი გავწეროთ პაციენტები. ეს ძალიან სასიხარულოა. გვიხარია, რომ ვიმორჩილებთ კორონას და მისგან ვათავისუფლებთ ადამიანებს“ - განაცხადა ლალი ტურძელაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში საუბრისას.

"როგორ ელოდნენ ამ საბუთს ქართველი არალეგალები, რამხელა ბედნიერებაა მათთვის" - რა შეცვალა იტალიის მთავრობამ ემიგრანტებისთვის

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 652-მდე გაიზარდა

"სხვათაშორის, კახეთი, საიდანაც ხათუნაა, ე.წ. მწვანე ზონაა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატას გურიაც" - ამირან გამყრელიძე