ავტორი:

რა მდგომარეობაშია პაციენტი, რომელიც ინფექციურში 5 მარტიდან მკურნალობს და კორონავირუსზე დღემდე დადებითი პასუხი აქვს

რა მდგომარეობაშია პაციენტი, რომელიც ინფექციურში 5 მარტიდან მკურნალობს და კორონავირუსზე დღემდე დადებითი პასუხი აქვს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტი, რომელიც პირველ ხუთეულში შედის და კორონავირუსზე დღემდე დადებითი პასუხი აქვს, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. ეზუგბაია აცხადებს, რომ ხვალ ან ზეგ მასთან ტესტზე უარყოფით პასუხს ელოდებიან.

ცნობისთვის, ეს პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში 5 მარტიდანაა მოთავსებული.

"მისი მდგომაროება დამაკმაყოფილებელია. მასთან ჩატარებული ტესტირებით უკვე მიღებულია ისეთი დაბალი კონცენტრაციით ვირუსი, რომ დარწმუნებული ვარ, ხვალ-ზეგ მასთან ტესტზე უკვე უარყოფითი პასუხი გვექნება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ეს პაციენტი პირველ ხუთეულში შედის, ფაქტობრივად, გამოჯანმრთელდა, მაგრამ ტესტი კორონავირუსზე დღემდე დადებითს აჩვენებს.

"ეს დაავადება ჯერ არის ძალიან გამოუცნობი და ამიტომ ჩვენ ძალიან გვეშინია წინასწარი პროგნოზების. ჩვენ გვყავს ერთი პაციენტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, პაციენტების პირველ ხუთეულში შედიოდა და დღემდე ის არის დადებითი, მაშინ, როცა იყო რაღაც პერიოდი, როცა თითქმის გაუქრა ვირუსი და გაწერაზეც მიდგა საქმე. ეს არის სწორედ ამ ვირუსის ვერაგობა" - განაცხადა პაატა იმნაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.

"როგორ ელოდნენ ამ საბუთს ქართველი არალეგალები, რამხელა ბედნიერებაა მათთვის" - რა შეცვალა იტალიის მთავრობამ ემიგრანტებისთვის

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 652-მდე გაიზარდა

"სხვათაშორის, კახეთი, საიდანაც ხათუნაა, ე.წ. მწვანე ზონაა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატას გურიაც" - ამირან გამყრელიძე