ავტორი:

რას გულისხმობს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა - პრემიერი დეტალებზე საუბრობს

რას გულისხმობს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა - პრემიერი დეტალებზე საუბრობს

სახელწიფო კანცელარიაში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა მიმდინარეობს. სხდომას პრემიერი უძღვება და მას ესწრებიან როგორც მინისტრები, ისე პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები და თბილისის მერი, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

გიორგი გახარიას თქმით, ჯამში, კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა დახარჯავს 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს, საიდანაც 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი იქნება მოქალაქის მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერა, ეკონომიკაზე და მეწარმეებზე ზრუნვა იქნება 2 მილიარდ 110 მილიონი ლარი და თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით სახელმწიფო დახარჯავს 350 მილიონ ლარს.

გახარიამ საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის ეტაპები დაასახელა.

პირველი ეტაპი - 27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. გარდა ამისა სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება, სრულად იქნება დაშვებული ონლაინ ვაჭრობა - საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

მეორე ეტაპი - პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ის სავარაუდოდ ორი კვირის შემდეგ დაიწყება და ეს იქნება მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები სრულად, კომპიუტერების და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

მესამე ეტაპი - გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ასევე, ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა.

მეოთხე ეტაპი - გაიხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მეხუთე ეტაპი - გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი /კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით.

მეექვსე ეტაპი - გაიხსნება გასართობი, სპორტული-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა. აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები, საგანამათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).

წაიკითხეთ დეტალურად მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ

LIVE: 360 გრადუსი - ირაკლი ნადარეიშვილი, გიორგი ბარამიძე, სერგი კაპანაძე

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

"დასავლეთის ექსპერიმენტი №2" - როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ კარიერას