ავტორი:

"საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდება" - პრემიერი

"საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდება" - პრემიერი

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის შედგომი გეგმა შეიმუშავა, რომლის დაცვის გარეშეც შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის გახსნა ვერ მოხდება. როგორც გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, 4 წესი შემუშავდა:

"პანდემიამ ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიური ქცევა შეცვალა ისე, რომ გარკვეული შეზღუდვები და ღონისძიებები დარჩება წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად და ამ წესების დაცვის გარეშე შეუძლებელი იქნება ეკონომიკის გახსნასა და ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი. ეს წესები ძალიან მარტივია და გლობალური:

  • სოციალური დისტანცირება დადგენილი წესების შესაბამისად არის აუცილებელი და როგორც ჩანს, დიდი ხნის განმავლობაში იქნება აუცილებელი ჩვენს ცხოვრებაში
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება - როგორც ჩანს, რაღაც პერიოდი პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა, ხელთათმანები, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება
  • იურიდიული პირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესების დაცვა - ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ყველა მეწარმემ, ყველა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ შეუძლებელი იქნება საქმიანობის აღდგენა და გრძელვადიან პერიოდში გაგრძელება იმ ღონისძიებების გატარებისა და იმ მოთხოვნების დაცვის გარეშე, რომელსაც წარგვიდგენენ ჩვენი ეპიდემიოლოგები და ექიმები
  • სადაც შესაძლებელია ყველგან, როგორც კერძო და ასევე საჯარო სექტორში, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული დისტანციური მუშაობის ფორმები, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ფიზიკური კონტაქტი მაქსიმალურად შევამციროთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ

ეს არის ის საბაზისო წესები, რომლის დაცვის გარეშე ჩვენ ვერანაირ ეკონომიკის გახსნაზე ან შეზღუდვების შემცირებაზე ვერ ვისაუბრებთ. ეს არის ის ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა”, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ დეტალურად რას გულისხმობს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

"როგორ ელოდნენ ამ საბუთს ქართველი არალეგალები, რამხელა ბედნიერებაა მათთვის" - რა შეცვალა იტალიის მთავრობამ ემიგრანტებისთვის

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 652-მდე გაიზარდა

"სხვათაშორის, კახეთი, საიდანაც ხათუნაა, ე.წ. მწვანე ზონაა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატას გურიაც" - ამირან გამყრელიძე