ავტორი:

მზის სხივები COVID-19-ს მოსალოდნელზე უფრო სწრაფად კლავს - ამერიკელი მეცნიერების უახლესი კვლევა

მზის სხივები COVID-19-ს მოსალოდნელზე უფრო სწრაფად კლავს - ამერიკელი მეცნიერების უახლესი კვლევა

ამერიკელ მკვლევართა მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მზის სხივები COVID-19-ს როგორც ზედაპირზე, ასევე ჰაერში იმაზე გაცილებით სწრაფად კლავს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

მეცნიერები ამბობენ, რომ კორონავირუსი ძალას იმ შემთხვევაში კარგავს, თუ მასზე მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება იქნება. კვლევა ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა და მეცნიერები არ საუბრობენ დეტალებზე, კვლევის მეთოდოლოგიაზე და ამბობენ, რომ არის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ შესწავლას საჭიროებს და აშშ-ის ხელისუფლებისგან ამისთვის დროს ითხოვენ.

კვლევა აშშ-ის არმიის ბიოლოგიურ ლაბორატორიაში ჩატარდა. მის შედეგზე კი თეთრ სახლში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მრჩეველმა, უილიამ ბრაიანმა ისაუბრა.

როგორც გამოცემა "ალ ჯაზირა" წერს, ბრაიანის თქმით, მზის ულტრაიისფერი სხივები გავლენას ახდენს ვირუსის პათოგენზე, სწრაფად კლავს ვირუსს, რაც იძლევა იმედს, რომ ზაფხულში მისი გავრცელება შესუსტდება.

"ვირუსი ყველაზე სწრაფად იღუპება მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისას. ჩვენ მსგავსი ეფექტი დავინახეთ მაღალი ტენიანობის პირობებშიც, რაც უფრო იზრდება ტემპერატურა და ტენიანობა, მით უფრო ნაკლებად გამძლეა ვირუსი“, - ამბობს ბრაიანი. მისივე ცნობით, მზის სხივები ზიანს აყენებს ვირუსის გენეტიკურ მასალას და აფერხებს მისი რეპლიკაციის უნარს.

აღსანიშნავია, რომ ვირუსი ვრცელდება ისეთ თბილ ქვეყნებში, როგორებიცაა სინგაპური, მალაიზია და ტაილანდი, რაც დამატებით კითხვებს აჩენს და ამერიკელ მეცნიერთა დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა. მკვლევართა თქმით, ამ შემთხვევაში აღნიშნულ ქვეყნებში არსებული სხვა გარემო ფაქტორებია გასათვალისწინებელი.

ბრაიანის თქმით, უპასუხისმგებლობა იქნება იმის თქმა, რომ ზაფხულში ვირუსი საერთოდ გაქრება, მაგრამ დასძენს, რომ დიდია შანსი, კორონავირუსმა ტემპერატურის მატებასთან ერთად უკან დაიხიოს და იმდენად ბევრი ადამიანი აღარ დაინფიცირდეს, როგორც ახლა.

"ახალი კორონავირუსის თავისებურებებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად იგი ბოლომდე გაქრება. მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურის მატება და ტენიანობის ცვლილება მის გავრცელებას საგრძნობლად შეანელებს", - ამბობს ბრაიანი.

მისივე თქმით, დაკვირვებამ აჩვენა, რომ COVID-19 მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების დროს 90 წამში ძალის ნახევარს კარგავს.

კორონავირუსის პანდემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის, გლობალური მასშტაბით, ვირუსით 4,194,047 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 283,992 გარდაიცვალა, ხოლო 1,499,427 გამოჯანმრთელდა.

"საზარელი და შოკისმომგვრელი“ აღმოჩენა კანადაში - ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 750-ზე მეტი უსახელო საფლავი იპოვეს

სამხრეთ აფრიკელ ქალს 10 ტყუპი არ გაუჩენია და ის ორსულადაც არ ყოფილა - რატომ მოიგონა 37 წლის გოშამემ შვილების გაჩენა? - უჩვეულო ამბის დეტალები

მაიამიში მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა, არის მსხვერპლი - ამ დროისთვის ადგილზე მაშველები მუშაობენ