საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 132 ადამიანია გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია უ5888 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 132 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.