ავტორი:

მელანია ტრამპი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და ნიჩბით ხელში -  როგორ ფორმაში რგავს აშშ-ის პირველი ლედი ხეებს (ფოტოები)

მელანია ტრამპი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და ნიჩბით ხელში -  როგორ ფორმაში რგავს აშშ-ის პირველი ლედი ხეებს (ფოტოები)

კორონავირუსის პანდემიის ფონზე უკანა პლანზე გადაიწია ისეთმა საკითხებმა, როგორებიცაა მოდა და ჩაცმის სტილი. განხილვის მთავარი თემა COVID-19-თან დაკავშირებული საკითხებია.

პოპულარული და გავლენიანი ადამიანები, რომლებიც აქამდე სტილთან და მოდის ტენდენციებთან ასოცირდებოდნენ, ახლა ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ პანდემიასთან ბრძოლაში. მაგალითად, აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ხშირად აქვეყნებს ვიდეო მიმართვებს.

მისი პოსტები ძირითადად გამამხნევებელი შინაარსისაა. ის ასევე ხშირად საუბრობს ექიმების ღვაწლზე და იმ რისკებზე, რომლის წინაშეც ახლა მედიკოსები არიან.

ასეთ ვითარებაშიც კი მელანიამ მოახერხა, რომ საზოგადოების ყურადღება ჩაცმის სტილზე გადაეტანა. მან გუშინ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ჩანს, რომ დონალდ ტრამპთან ერთად თეთრი სახლის ეზოში ხეებს რგავს.

ყურადღება მელანიას ჩაცმის სტილმა მიიპყრო. მას ხელში ნიჩაბი უჭირავს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, კლასიკური სამოსი აცვია და ასეთ ფორმაში რგავს ხეს.

აღნიშნულის გამო საზოგადოების ნაწილმა პირველი ლედი გააკრიტიკა. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მსგავს საქმიანობას ასეთი სტილი არ შეესაბამება. აღსანიშნავია ისიც, რომ დონალდსა და მელანიას, როგორც ფოტოებზე ჩანს, არც სამედიცინო პირბადეები უკეთიათ და არც ხელთათმანები აცვიათ.

ხეები მელანია და დონალდ ტრამპებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით დარგეს.

როგორ მორთო მელანიამ საახალწლოდ თეთრი სახლი - პირველი ლედის სტილი და დეკორაციების თვალისმომჭრელი სიკაშკაშე (ფოტოები)

ჯო ბაიდენს საკუთარ ძაღლთან თამაშის დროს ფეხი აუცურდა და მცირე მოტეხილობები აღენიშნება - როგორ გამოეხმაურა დონალდ ტრამპი მომხდარს

რვა შვილის დედა, რომელმაც კოვიდი გადაიტანა, ინფიცირებულებს გადასხმისთვის სახლში აკითხავს - "იამაყეთ ჩვენი დროის გმირით"