ავტორი:

რვა შვილის დედა, რომელმაც კოვიდი გადაიტანა, ინფიცირებულებს გადასხმისთვის სახლში აკითხავს - "იამაყეთ ჩვენი დროის გმირით"

რვა შვილის დედა, რომელმაც კოვიდი გადაიტანა, ინფიცირებულებს გადასხმისთვის სახლში აკითხავს - "იამაყეთ ჩვენი დროის გმირით"

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, რუსო ბერიძე წერს ექთნის შესახებ, რომელსაც თავად გადატანილი აქვს ვირუსი და ახლა კოვიდით ინფიცირებულ პაციენტებთან სახლებში დადის და გადასხმაs უკეთებს. ბერიძის ცნობით, ეს ექთანი რვა შვილის დედა, ნათია დიაკონიძეა, რომელიც მასთანაც იმყოფებოდა სახლში, ოჯახის ინფიცირებული წევრების დასახმარებლად.

"ეს დღეც დასრულდა .ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ .გუშინ საღამოს მესინჯერში ერთმა ახალგაზრდა ქალმა მომწერა კოვიდგადატალი ექთანი ვარ და აღარ ვუფრთხი კონტაქტებს და უსასყიდლოდ დაგეხმარებით თქვენი პოსტი ჩამიგდესო.უთენია უკვე გადასხმაზე იყო ერთ-ერთ ოჯახში. იქ მივაკითხე და წამოვიყვანე . ჩენთან

სამი გადასხმა დააყენა და ახლა უკვე მორიგ ოჯახში მიეჩქარებოდა, გლდანის მერვე მიკრომდე, სადაც მე წავიყვანე ვისმენდი როგორ ურეკავდნენ კოვიდისგან გათანგული ადამიანები და მათთან მისვლას თხოვდნენ, მისამართებს ერთი მეორეზე მიყოლებით იწერდა .ხომ არსებობენ ასეთი ადამიანები, ხომ რეალურია ეს დახმარება!

მე დღეს ვიამაყე ამ ადამიანით, რომელიც ჩუმად, მშვიდად აკეთებს სიკეთეს და ეხმარება ყველაზე უფრო გაჭირვებულთ - კოვიდიან პაციენტებს.მინდა იცნობდეთ და თქვენც იამაყოთ ჩვენი დროის გმირებით.

მადლობა ნათია დიაკონიძეს - რვა შვილის დედას . მადლობა ჩემი ხანდაზმულების და იმ ადამიანების სახელით, ვისთანაც ასე უანგაროდ დადის დილიდან გვიან ღამემდე და გადასხმებით მდგომარეობას უმსუბუქებს", - ნათქვამია პოსტში.

ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს გეოგრაფია

პირველი ქალი მთავარი მსაჯი "კაცების თამაშში": ვინ არის სტეფანი ფრეპარტი, რომელმაც "ჩემპიონთა ლიგაზე" იმსაჯა: "გოგონები მიყურებენ და ფიქრობენ, ეს შესაძლებელია"

როგორ მორთო მელანიამ საახალწლოდ თეთრი სახლი - პირველი ლედის სტილი და დეკორაციების თვალისმომჭრელი სიკაშკაშე (ფოტოები)