სამართალდამცავებმა ყოფილი პარლამენტარი ნიკა კვეზერელი დააკავეს

სამართალდამცავებმა ყოფილი პარლამენტარი ნიკა კვეზერელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და პროკურატურის თანამშრომლებმა ყოფილი დეპუტატი ნიკა კვეზერელი დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა კვეზერელი 6 აგვისტოს დააკავეს. 6 აგვისტოს კვეზერელმა კორეელ ინვესტორს შელ ო პაკს, მისი კუთვნილი ნაკვეთის გასაყიდად მოწყობილი აუქციონის ჩაშლის სანაცვლოდ, 10.000 აშშ დოლარი გამოსძალა.

2009 წელს კი, კვეზერელმა ამავე კორეელ ბიზნესმენს მშენებლობის სპეციალური ნებართვის მიღების სანაცვლოდ თაღლითურად გამოსძალა 250.000 აშშ დოლარი. კვეზერელი 2009 წელს, ასევე, თაღლითურად დაეუფლა კორეელი ინვესტორის "ინფინიტის" მოდელის ავტომობილს, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 40.000 აშშ დოლარს.

როგორც სამინისტროში აღნიშნეს, კვეზერელმა დაკავების დროს სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რაც სამართალდამცველებმა აღკვეთეს.

კვეზერელს ბრალი ედება 180-ე და 353-ე მუხლებით. დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ნიკა კვეზერელი ყოფილი მხედრიონელია, ამჟამად კი ”კონსერვატიული” პარტიის წევრია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ