ავტორი:

რა დაემართა კიმ ჩენ ინს - რას წერს მსოფლიო მედია ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე

რა დაემართა კიმ ჩენ ინს - რას წერს მსოფლიო მედია ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე

ერთ კვირაზე მეტია, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიაში სხვადასხვა, ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკიდან გამომდინარე, ზუსტი ინფორმაციის გარკვევა რთულია.

ზოგიერთი მედიასაშუალება წერს, რომ დიქტატორი გარდაიცვალა, ზოგი ცნობით, მან გულის ოპერაცია გაიკეთა და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს, არსებობს ცნობა იმის შესახებაც, რომ კიმ ჩენ ინი კომაშია, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ ის, შესაძლოა, თავს შესანიშნავად გრძნობდეს და განვითარებულ მოვლენებს შორიდან აკვირდებოდეს.

ვნახოთ რას წერენ სხვადასხვა ავტორიტეტული გამოცემები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:

  • CNN

გამოცემა 21 აპრილს წერდა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს გულის ოპერაცია ჩაუტარეს და სავარაუდოდ, მძიმე მდგომარეობაშია. CNN-ის ცნობით, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა. რაც ის ბაბუის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას არ დაესწრო.

"სიენენის" სტატიაში ნათქვამია, რომ სამხრეთ კორეული ახალი ამბების სააგენტო Daily NK-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს 12 აპრილს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პროცედურა ჩაუტარეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პროცედურის ჩატარება მას "თამბაქოს ჭარბი მოხმარებისა და გადაჭარბებული წონის“ გამო დასჭირდა. CNN-ი განმარტავს, რომ შეერთებული შტატები კიმ ჩენ ინის მდგომარეობის შესახებ ცნობებს თვალყურს ადევნებს და აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენი ინის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც - "იმედი მაქვს, კარგად არის. მე მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მინდა კარგად იყოს. მინდა მას ვუსურვო წარმატება და წარმატება. ძალიან სერიოზული ცნობები გავრცელდა, მაგრამ არავის დაუდასტურებია. „სიენენი“ წერდა და როცა „სიენენი“ ავრცელებს მსგავს რაღაცას, მე მას დიდ სანდოობას ვერ მივანიჭებ“, - აღნიშნა ტრამპმა.

  • Reuters

სააგენტო "როიტერსმა“ 25 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეაში მედიკოსების ჯგუფი გაგზავნა. სააგენტოს ცნობით, მედიკოსებმა კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რეკომენდაციები და რჩევები უნდა გასცენ.

  • New York Post

გამოცემა აქვყნებს ვრცელ სტატიას, სადაც საუბარია კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამ ვარიანტზე - ის ან გარდაიცვალა, ან კომაშია და ან თავს შესანიშნავად გრძნობს წერს "ნიუ იორკ პოსტი“. სტატიაში ნათქვამია, რომ ჰონგ კონგის მაუწყებელმა შაბათს "ძალიან სანდო წყაროზე“ დაყრდნობით კიმ ჩენ ინის გარდაცვალებაზე განაცხადა, თუმცა აქვე ერთ-ერთმა იაპონურმა ჟურნალმა დაწერა, რომ ის "ვეგეტატიურ მდგომარეობაშია“. გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ თავად ჩრდილოეთ კორეის მედია ისე იქცევა, რომ თითქოს ყველაფერი ნორმაშია.

ასევე პეკინში ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები, რომელთა თანახმადაც, ის ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

  • The Guardian

მედიაში ვრცელდება თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები. როგორც ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" წერს, მასზე ჩანს სპეციალური მატარებელი, რომელიც ჩრდილოეთ, შესაძლოა, კორეის ლიდერს ეკუთვნოდეს. მატარებელი განთავსებულია საკურორტო ქალაქში. გამოცემა ყოველივეს სააგენტო "როიტერსზე" დაყრდნობით წერს და აღნიშნავს, რომ "როიტერსი“ ვერ ადასტურებს იმყოფება თუ არა საკურორტო ქალაქში კიმ ჩენ ინი.

"მატარებლის ყოფნა არ ამტკიცებს და არ უსვამს ხაზს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ადგილსამყოფელს და არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვეუბნება რაიმეს“, - წერს გამოცემა.

  • აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა,როცა კიმ ჩენ ინი "გაქრა" და მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

როგორც BBC წერს, 2014 წელს კიმ ჩენ ინი "გაუჩინარდა“ და 40 დღის განმავლობაში მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მაშინაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიაში უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ცნობა ვრცელდებოდა და ყოველივე არაერთი სპეკულაციის მიზეზი გახდა.

შემდეგ კი ყველასთვის მოულოდნელად ერთ-ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე გამოჩნდა.

ამ დროისთვის ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია საუბრობს კიმ ჩენ ინის "არაკომფორტულ ფიზიკურ მდგომარეობაზე“, მაგრამ რამდენად სერიოზულია მისი მდგომარეობა, რომელი ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს, უცნობია და ოფიციალურად დადასტურებული ცნობები ჯერჯერობით არ არსებობს.

როგორ მოახერხა ახალმა ზელანდიამ კორონავირუსის დამარცხება - ქვეყნის პრემიერის თქმით, "COVID-19-თან ბრძოლა მოიგეს"

ბეწვის მწარმოებელ ფერმაში წაულებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ

"სინამდვილეში, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი 5-ჯერ მეტია..." - რას ყვებიან რუსეთში მცხოვრები ქართველები ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე