ავტორი:

“კიდევ რა უნდა მოხდეს, ზარბაზნიდან ცეცხლს ხომ არ გახსნის პუტინი?!" - რას უკავშირებენ ნავალნის ექიმის გარდაცვალებას და როგორია საზოგადოების რეაქცია

“კიდევ რა უნდა მოხდეს, ზარბაზნიდან ცეცხლს ხომ არ გახსნის პუტინი?!" - რას უკავშირებენ ნავალნის ექიმის გარდაცვალებას და როგორია საზოგადოების რეაქცია

რუსეთში, ქალაქ ომსკის სასწრაფო დახმარების №1 საავადმყოფოს ექიმი, რომელიც გასულ წელს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მკურნალობდა, 55 წლის ასაკში, ომსკში გარდაიცვალა.

რუსული მედიის ცნობით, სერგეი მაქსიმიშინი, რომელიც ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის განხრით საავადმყოფოს ხელმძღვანელის მოადგილეც იყო, “სრულიად მოულოდნელად", სამსახურში ყოფნისას, საავადმყოფოს განყოფილებაში გარდაიცვალა. “დიაგნოზი - გულის შეტევაა", - ნათქვამია ოფიციალურ დასკვნაში და "გვეუბნებიან დაიჯერეთო", - წერს მედია, რომელიც პუტინის პოლიტიკას არ იზიარებს.

ნავალნი, გასული წლის აგვისტოში, აღნიშნულ კლინიკაში ომსკის აეროპორტიდან სასწრაფო დახმარების მანქანით მიიყვანეს. ოპოზიციონერი ლიდერი, თვიმფრინავში ცუდად გახდა, პილოტი იძულებული იყო, ომსკში დაშვებულიყო. ომსკის სააადმყოფოში თავდაპირველად განაცხადეს, რომ პოლიტიკოსის მდგომარეობა შესაძლოა, მოწამვლით ყოფილიყო გამოწვეული, მაგრამ მოგვიანებით უარყვეს, რასაც ცხადია, ადგილობრივ საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა მოჰყვა.

"საავადმყოფოში დაფიქსირდნენ რუსეთის, "ეფესბე"-ს მაღალჩნოსნებიც, რომლებმაც სავარაუდოდ, ნავალნის ევროპაში წაყვანა შეაფერხეს.

“ახლა ვნახავთ, სად გადის თეთრხალათიანის ზღვარი გამბედაობასა და მონობას შორის.." - წერდნენ მაშინ ნავალნის მომხრეები. ომსკის საავადმყოფოს ექიმები ამბობდნენ, რომ ტრანსპორტირებამდე საჭირო იყო ნავალნის მდგომარეობის სტაბილიზება.

"ნოემბერში №1 სავადმყოფოს მთავარი ექიმი ალექსანდრ მურახოვსკი ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა, ოღონდ მას შემდეგ, რაც ყოველივე კრემლთან შეთანხმდა. ადრე კი, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მოსკოვთან არ თანხმდებოდა... გადაწყვეტილებას ადგილობრივ დონეზე იღებდნენ. როგორც ჩანს, კრემლს საავადმყოფოში სანდო კადრი სჭირდებოდა, ისეთი, ვინც ვითარებას გააკონტროლებდა", - წერს novayagazeta.ru.

გამოცემის ცნობით, ადგილობრივი მედიის შეტევას სწორედ მურახოვსკი უმკლავდებოდა, ის ჯიუტად აცხადებდა, რომ ნავალნის მძიმე მდგომარეობის მიზეზი "ნივთიერებათა ცვლაში დარღვევები“ იყო. საავადმყოფოს მაშინდელმა მთავარმა ექიმმა, პაციენტის სანახავად არ შეუვა ოპოზიციონერის მეუღლე, იულია და მიზეზად ის დაასახელა. რომ ნავალნი მასთან ოფიციალურ ქორწინებაში არ იყო.

რეგიონალური ჯანდაცვის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის, გალინა ნაზაროვის ცნობით, ნავალნის ექიმის გარდაცვალების ამბავში საეჭვო და უცნაური არაფერია.

“55 წლის მაქსიმიშინმა გასულ წელს ყველა თავისი ახლობელი ადამიანი ეტაპობრივად დაკარგა, რასაც ძალიან განიცდიდა. ამის გამო ის ავადმყოფობდა - როგორია, ერთ წელში დამარხო მშობლები, ოჯახის წევრი. ის გარდაიცვალა რეანიმაციის განყოფილებაში, იმავე კლინიკაში, სადაც მუშაობდა, მკურნალობდა, მაგრამ ვერ გაუძლო", - განაცხადა ნაზაროვამ.

  • მაქსიმიშინის სიკვდილს ადგილობრივ საზოგადოებაში მწვავე რეაქცია მოჰყვა:

“კიდევ რაღა უნდა მოხდეს, ზარბაზნიდან ცეცხლს ხომ არ გახსნის პუტინის რეჟიმი?!. აქ მე ვარ უროსი და რასაც გეტყვით, ის დაიჯერეთო, გვეუბნება. გარდაცვლილ ექიმთან, სიკვდილამდე ერთი საათით ადრე, ახლობელი ყოფილა, სტაბილური ვითარება ჰქონდაო, მერე კი, უცებ მოკვდა. ანუ საეჭვო არაფერია ხომ?!" - კითხულობს ადგილობირვი დიანა კუზეცოვა.

“ესეც გადავყლაპოთ ხალხო, ამას შევეგუოთ და ერთ დღესაც კადიროვის მოდელს დანარჩენ რუსეთში მივიღებთ - ზოგი საავადმყოფოში გარდავიცვლებით, ზოგი ციხეში, ზოგიც გულის შეტევით, ან ყავა-ჩაით... პუტინი კი, დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებს მორჩილ საზოგადოებაში”, წერს ინტერნტემომხმარებელი ლიანა კრავეცი.

“ქვეეყანაში დაწყებული საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო მასშტაბური უნდა გახდეს, რათა რუსეთის მეფეს დავანახოთ, რომ ასე ადვილად ვერ მოგვერევა, თორემ ასე გაგრძელდება წლები, მუხტი დაიკარგება და კიდევ ოცი წელი პუტინის მმართველობაში მოგვიწევს ცხოვრება, შედეგად მივიღებთ, ჩრდილოეთ კორეას, ან უკეთეს შემთხვევაში ირანს. თავად გადაწყვეტენ რომელი ჯობია, ყველანაირად შეეცდებიან კომფორტის ზონიდან არ გამოვიდნენ. ახლა ნავალნის სიტყვაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მან უნდა მიმართოს თავის მხარდამჭერებს, რომ მეტი აქტიურობაა საჭირო, დასაკარგი მაინც არაფერი აქვს", - მიაჩნია ოლეგ გრიზლოვს.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების პრევენციისთვის, იმ სოციალური ქსელების ანგარიშების დაბლოკვაზეც იმსჯელა, რომლებიც კრემლთან დაახლოებული რუსი კანონმდებლების აზრით, მოქალაქეებს კოვიდ-პანდემიის დროს "უკანონო აქციებში" მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

"ყურანი არ არის ისეთი წიგნი, რომ ნავალნის თავისი ბინძური ხელებით შეხება შეეძლოს" - რა თხოვნით მიმართავს კადიროვი საპატიმროს თანამშრომლებს, სადაც ნავალნი იმყოფება

აშშ-მა, ევროკავშირმა და სამხრეთ აფრიკამ J&J-ის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს - რა სახელდება მიზეზად

გასულ დღე-ღამეში დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5-ჯერ დაარღვიეს, დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ჯარისკაცი