ავტორი:

ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა 40 კგ ჰეროინი ამოიღეს

ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა 40 კგ ჰეროინი ამოიღეს

ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა 40 კგ ჰეროინი ამოიღეს , - ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ბულგარეთის რესპუბლიკის ორმა მოქალაქემ საქართველოში უკანონოდ ჰეროინი შემოიტანა და ევროპაში გატანას გეგმავდნენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამერიკის ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ერთობლივი სპეცოპერაცია წარმატებით ჩატარდა, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი-ჰეროინი. სპეციალური ღონისძიებების ჩატარების შედეგად, ამოღებულია 40 კგ ჰეროინი, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე 2 მლნ. დოლარს აჭარბებს.

გამოძიებით დგინდება, რომ ბულგარეთის რესპუბლიკის ორმა მოქალაქემ, რომელთა დაკავების ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს, საქართველოში წინა წლის მარტის თვეში უკანონოდ გადმოზიდა მსუბუქ ავტომობილში, სპეციალურად გამზადებულ სამალავში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და ბათუმში დროებით საცხოვრებელ ბინაში განათავსა, საიდანაც აორგანიზებდნენ ცენტრალურ ევროპაში მის გადაზიდვას. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, მიმდინარეობს სხვა პირების გამოვლენა”, - განაცხადა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

რა ხდება დილით თბილისის შემოსასვლელში, მას შემდეგ რაც 2 დღით დიდ ქალაქებში შესვლა დაშვებულია

რას გულისხმობს შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

ლატვიაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა