ავტორი:

რას ყვება ექიმი, რომელიც Covid-19-ით ინფიცირებულებს ოზონოთერაპიით მკურნალობს? - "ვირუსის სიმპტომი მოეხსნათ, ყველა მაჩვენებელი ნორმას დაუბრუნდა"

რას ყვება ექიმი, რომელიც Covid-19-ით ინფიცირებულებს ოზონოთერაპიით მკურნალობს? - "ვირუსის სიმპტომი მოეხსნათ, ყველა მაჩვენებელი ნორმას დაუბრუნდა"

საქართველოში ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად უკვე დანერგილ მკურნალობას შესაძლოა მალე ახალი მეთოდი, ოზონოთერაპია დაემატოს, რომელიც ბათუმში, კლინიკა "მედალფაში" უკვე გამოიყენეს. ოზონოთერაპიის დახმარებით, ვირუსი 4-მა პაციენტმა დაამარცხა. საყურადღებოა, რომ Covid-19 პაციენტებში მე-7 და მე-9 დღეს გაქრა, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ განკურნებას 15-18 და ზოგჯერ მეტი დღეც სჭირდება. მკურნალობას სათავეში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და საქართველოს ოზონოთერაპევტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლადო თალაკვაძე უდგას, რომელიც kvirispalitra.ge-ს ოზონოთერაპიასა და მის შედეგებზე ესაუბრა:

- ოზონოთერაპია პირველად გერმანელმა მეცნიერებმა გამოიყენეს. მკურნალობის ახალი მეთოდის დანერგვის შემდეგ, მცირე დროით ოზონოთერაპია მედიცინაში დაიკარგა და ბოლო 20 წელია ისევ გამოვიდა ასპარეზზე. საქართველოში ოზონოთერაპიას 1989 წლიდან ვიყენებთ. 90-იანი წლების ბოლოს, ოზონის დახმარებით, ზედაპირული ჭრილობების დამუშავება და გამორეცვხა დავიწყეთ 2009-10 წლებიდან კი უკვე სერიოზულად მოვკიდეთ ხელი მედიცინის ამ მიმართულებას, რაც დღემდე გრძელდება.

პროცედურა სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, ის დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სჭირს პაციენტს და რა ასაკის არის. ამის მიხედვით დგინდება კონცენტრაციაც, განვსაზღვრავთ, თუ რა რაოდენობის ოზონი უნდა მოხვდეს პაციენტის ორგანიზმში.

ოზონს ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება ახასიათებს, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ეს Covid-19-ზეც გვეცადა, დავიწყეთ და უკვე გაამართლა. ოზონოთერაპიის ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ Covid-19-თან ბრძოლისთვის ინტრავენურ გადასხმას ვიყენებთ.

- ბათუმის კლინიკა "მედალფას" გარდა, თუ გამოიყენეთ ეს მეთოდი სხვა რომელიმე კლინიკაში?

- ჯერჯერობით არა, თუმცა ოთხშაბათიდან უკვე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასა და ინფექციურ საავადმყოფოში დავიწყებთ ოზონოთერაპიით პაციენტების მკურნალობას.

- როგორც ცნობილია, 4 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, მოგვიყევით მათზე...

- გამოჯანმრთელებული პაციენტები მკურნალობის დაწყებამდე სხვადასხვა მახასიათებლით ავარჩიეთ, ახლა მათი კლინიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ერთი პაციენტი იყო მსუბუქი, ვირუსი ჰქონდა, მაგრამ პნევმონია - არა, დანარჩენ 3 პაციენტთან იყო პნევმონია. იმ პაციენტთან, ვისაც ვირუსი ჰქონდა, მაგრამ პნევმონია არა, ოზონოთერაპიით მკურნალობის შემდეგ არ განვითარებულა პნევმონია, რადგან დროულად დაისვა დიაგნოზი. იმ პაციენტებს, რომლებსაც ტემპერატურა ჰქონდათ, ეს სიმპტომი მოეხსნათ, ასევე მათ ანალიზებში ყველა მაჩვენებელი ნორმას დაუბრუნდა. პაციენტები, რომლებიც ჟანგბადზე იყვნენ დამოკიდებულები, ახლა დამოუკიდებლად სუნთქავენ, მათი თირკმლის ფუნქციებიც გაუმჯობესებულია. უკვე გაკეთდა კატე კვლევები და პაციენტებს, რომლებსაც პნევმონია ჰქონდათ, დადებითი დინამიკა აღენიშნათ. ეს ყველაფერი მანიშნებელია იმის, რომ აღნიშნული მეთოდი დადებითად მოქმედებს ვირუსის წინააღმდეგ. წაიკითხეთ სრულად

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 517-მდე გაიზარდა

"კორონავირუსი არც ივნისში მორჩება, არც ივლისში, არც აგვისტოსა და სექტემბერში... მასთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ" - გამყრელიძე

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან 168 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და