ინსულინი სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ინსულინი სიცოცხლეს ახანგრძლივებს

სისხლში ინსულინის დონის რეგულირებას სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. ჰარვარდის სამხედრო-სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ჭიაყელას ორგანიზმში ინსულინის დონის ნორმალიზება მათ ერთი კვირით უხანგრძლივებდა სიცოცხლეს, მაშინ, როცა ისინი, ჩვეულებრივ, ორი კვირა ცოცხლობენ.

მეცნიერებმა შეისწავლეს ინსულინის გენეტიკური გზა და უჯრედული პროცესები და დაასკვნეს, რომ ამ ჰორმონს სიბერის გამომწვევ ფუნქციებზე ზემოქმედების უნარი აქვს.

ინსულინი არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას, გადაამუშავებს გლუკოზას, აცხრობს ანთებით პროცესებს და ორგანიზმს ენერგიას მატებს.

გენეტიკოსებმა ინსულინის კიდევ ერთი თავისებურება აღმოაჩინეს - რაც უფრო მაღალია ინსულინის დონე, მით ნაკლებია ანტიმჟანგავი ცილა SKN-1-ის ქმედუნარიანობა. დააქვეითეს რა ინსულინის დონე, ამერიკელმა მეცნიერებმა გაზარდეს SKN-1-ის რაოდენობა და ჭიაყელებს სიცოცხლე გაუხანგრძლივეს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი