ავტორი:

პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ვიდეოები გაასაჯაროვა - ერთ-ერთი 2004 წელსაა გადაღებული

პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ვიდეოები გაასაჯაროვა - ერთ-ერთი 2004 წელსაა გადაღებული

აშშ-ის სამხედრო უწყება აქვეყნებს მოკლე ვიდეო ჩანაწერებს, რომლებზეც ამოუცნობი მფრინავი ობიექტებია ასახული. უცნობი მფრინავი ობიექტების გადაღება ინფრაწითელი კამერის საშუალებით მოხერხდა.

ორ ვიდეოში ისმის მასზე დამკვირვებელთა ხმები, მათი რეაქციის მიხედვით, მფრინავი ობიექტები ძალიან სწრაფად მოძრაობენ. ვიდეომასალა ინტერნეტში აქამდეც არსებობდა, თუმცა პენტაგონმა ახლა ისინი ოფიციალურად გაასაჯაროვა.

აშშ-ის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვიდეოების გავრცელების მიზანია თავიდან აირიდონ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები და საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენები. ვიდეოების გასაჯაროებისკენ კი მათ ასევე საზოგადოების მხრიდან დიდმა ინტერესმა უბიძგა.

როგორც CNN წერს, ვიდეოები სხვადასხვა დროსაა გადაღებული. ერთი 2004 წელს სამხრეთ კალიფორნიაშია გადაღებული, მეორე 2015 წელს F-18-ის პილოტის მიერ ატლანტის ოკეანის სანაპიროზე.

"იმისთვის, რომ გავიგოთ და განვსაზღვროთ, რასთან გვაქვს საქმე, გვჭირდება უფრო მეტი მონაცემები და უფრო მეტი კვლევა“, - აცხადებს ამერიკის საზღვაო ძალების წარმომადგენელი ჯო გრადიშერი.

ნახეთ ვიდეოჩანაწერები:

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/auITEKd4sjA" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

პოლიტიკოსები თავიანთი ქვეყნების დროშების გამოსახულებიანი პირბადეებით - როგორ იქცა დროშა პანდემიური დრესკოდის ნაწილად

"ფაიზერის" ხელმძღვანელი - "საჭირო იქნება მესამე დოზა, ვაქცინაციიდან 6-12 თვეში, შემდეგ მოხდება ყოველწლიური რევაქცინაცია"

ისრაელში 1000 ვაკანსიაზე დასაქმების სურვილი 4 დღეში 1132-მა ადამიანმა გამოთქვა