ავტორი:

როდის დაამარცხებს საქართველო კორონავირუსს - სინგაპურში ჩატარებულ კვლევაში პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღზე საუბრობენ

როდის დაამარცხებს საქართველო კორონავირუსს - სინგაპურში ჩატარებულ კვლევაში პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღზე საუბრობენ

სინგაპურის ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსიტეტი აქვეყნებს კვლევის შედეგს, სადაც მოცემულია ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღის შესახებ. ინფორმაცია განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ddi.sutd.edu.sg.

კვლევა ეყრდნობა COVID-19-თან დაკავშირებული მონაცემების უწყვეტ მონიტორინგს - როგორც ინფიცირებულთა, ასევე გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკას.

კვლევის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლა 97%-იანი ალბათობით დასრულდება 6 ივნისს, ხოლო 25 ივნისისთვის ქვეყანა 99%-ით დაამარცხებს ვირუსს.

კვლევის შედეგში მოცემულია, რომ მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას 97%-იანი ალბათობით 29 მაისს დაამარცხებს, ხოლო 99%-იანი ალბათობით 15 ივნისს.

კვლევის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოცემული მასალა არის საგანმანათლებლო ხასიათის და გათვლილია სამეცნიერო მიზნებისთვის, ასევე ნათქვამია, რომ ცდომილების ალბათობა ძალიან მცირეა.

"მკითხველმა ნებისმიერი პროგნოზი სიფრთხილით უნდა მიიღოს. ზედმეტი ოპტიმიზმი, რომელიც შეიძლება ეფუძნებოდეს პანდემიის დასასრულის თარიღს, სახიფათოა, რადგანაც ამან შეიძლება დააკარგვინოს ადამიანებს დისციპლინა და კონტროლი და ვირუსის ახალი ტალღა გამოიწვიოს“, - ნათქვამია სინგაპურის ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

"ვუყურებდი ჩემს თეთრ კაბას და ცრემლებს ვერ ვიკავებდი" - პანდემიური ქორწილები საქართველოში

"ისევ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სამედიცინო პერსონალში, დილის მონაცემით 209 შემთხვევა გვაქვს" - რა რეკომენდაციებს გასცემს ამირან გამყრელიძე?