ავტორი:

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ცინარიძე დააკავეს

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ცინარიძე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დაკავებულია. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობითვე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

"კურიერის" ინფორმაციით, პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, ქალი არ დაშავებულა.

ცნობისთვის, საზოგადოებამ ცინარიძის სახელი და გვარი პირველად 2015 წლის დასაწყისში გაიგო, როცა საინფორმაციო საშუალებების მთავარ თემად ვინმე ეკა ყუშიტაშვილი იქცა. ვიდეოჩანაწერში, რომლიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა ჩანს, რომ ნასვამ ქალს აჩერებს პატრული, ხოლო ქალბატონი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, შემდეგ ურეკავს საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს (დავით ცინარიძეს) და ამ პატრულებისთვის "ჭკუის სწავლებას" სთხოვს.

მაშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეკა ყუშიტაშვილს არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი რამ და მაღალჩიოსანიც ყოველთვის მხსნელად ევლინებოდა. კულუარული ინფორმაციით, პატრულის ეკიპაჟები ერიდებოდნენ კიდეც მისი მანქანის გაჩერებას, რომელსაც უკვე ცნობდნენ. საბოლოოდ, ეს ინციდენტი იმით დასრულდა, რომ დავით ცინარიძემ თანამდებობა დატოვა, ხოლო ყველასთვის უცნობი ქალი მედიაში პოპულარობის პიკზე იყო.

სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR

კახეთის პოლიციამ სოფელ ნახიდურიდან გატაცებული 15 წლის გოგო იპოვა

"მოგიწოდებთ დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ" - ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში გადაღებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც სოცქსელში გავრცელდა