ავტორი:

ყვარელში სუფრაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცია დაჭრილი

ყვარელში სუფრაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცია დაჭრილი

ყვარელში 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. მას დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიაყენებული.

არსებული ინფორმაციით, სუფრასთან მყოფ მამაკაცებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს დაზიანებები თავის არეში და სხეულზე აქვს მიყენებული. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ექიმის თქმით,პაციენტს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

"მთვრალმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ესროლა" - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს პატიმრობა შეეფარდა

"ამბობს, რომ მისთვის ოჯახი წმინდაა... ყველას ბოდიშს უხდის" - რა უთხრა დავით ცინარიძემ ადვოკატს