ავტორი:

"დღეს პირველად შემიძლია დავადასტურო, რომ ამ დაავადების პიკი გადავლახეთ" - ბორის ჯონსონის კომენტარი გამოჯანმრთელების შემდეგ

"დღეს პირველად შემიძლია დავადასტურო, რომ ამ დაავადების პიკი გადავლახეთ" - ბორის ჯონსონის კომენტარი გამოჯანმრთელების შემდეგ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ბორის ჯონსონმა განაცხადა, დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსის ეპიდემიაში პიკი უკვე გადალახა. მან პირობა დადო, რომ მომავალ კვირას მოქმედი შეზღუდვებიდან გამოსვლის სტრატეგიას წარადგენს.

„დღეს პირველად შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ ამ დაავადების პიკი გადავლახეთ და ქვემოთ დავეშვით. ჩვენ ბევრი მიზეზი გვაქვს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იმედიანად ვიყოთ.

მე მომავალ კვირაში ყოვლისმომცველ გეგმას წარმოვადგენ იმის თაობაზე, თუ როგორ ავამუშაოთ ეკონომიკა, როგორ დავაბრუნოთ ბავშვები სკოლაში და ბაღში და როგორ მივიდეთ სამსახურებამდე და დასაქმების ადგილი გავხადოთ უსაფრთხო. ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ არ დავკარგოთ კონტროლი და მეორე, კიდევ უფრო დიდ მთას არ შევეჩეხოთ“, - განაცხადა ჯონსონმა.

ბორის ჯონსონის განმარტებით, მასიური კოლექტიური ძალისხმევის წყალობით, რომელიც მიმართული იყო ეროვნული ჯანდაცვის სამსახურების დაცვისკენ, შესაძლებელი გახდა ეპიდემიის უკონტროლო და კატასტროფული შედეგების თავიდან აცილება, მოვლენების ყველაზე უარესად განვითარების შემთხვევაში კი 500 000 ადამიანის დაღუპვა იყო მოსალოდნელი.

რუსეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

"მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში სხვა ფორმატით  იმუშავებს" - დავით არახამია

კორონავირუსით ინფიცირებული ბრიტანელი ცოლ-ქმარი ერთ დღეს გარდაიცვალა - "როცა ცოლის სიკვდილზე შეიტყო, ჟანგბადზე უარი თქვა..."