ავტორი:

"მათ ყველგან შეხვდებით... ჩუმად, შეუმჩნევლად შრომობენ" - ადამიანები, რომლებიც მწვანე თბილისს ქმნიან (ფოტო)

"მათ ყველგან შეხვდებით... ჩუმად, შეუმჩნევლად შრომობენ" - ადამიანები, რომლებიც მწვანე თბილისს ქმნიან (ფოტო)

თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც ის ადამიანები არიან ასახული, რომლებიც ქალაქის გამწვანებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

"ეკოსერვის ჯგუფის" თანამშრომლები პანდემიის პირობებშიც კი მუდმივად მუშაობენ იმისთვის, რომ დედაქალაქის ბაღები და სკვერები გამწვანებული და გალამაზებული იყოს.

"მათ შეხვდებით ყველგან-თბილისის ქუჩებში, ბაღებში, სკვერებში, გზაგამყოფ ზოლებში. ჩუმად, შეუმჩნევლად შრომობენ, შეჰხარიან ყოველი ახალი სიცოცხლის დაბადებას, მათ გახარება-გაზრდას. ადამიანები, რომლებიც ქმნიან ჩვენს მწვანე ქალაქს" - წერს თოქმაჯიშვილი.

დღის ფოტო: როგორ ელოდება ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ტესტის პასუხებს

"თუ ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი 1-ზე დაბალია, ნიშნავს, რომ ეპიდემია დამთავრდა" - უცნობი ფაქტები კორონავირუსზე

დღის ფოტო - გახარებული ექთნები და ბედნიერი 2 წლის ანდრია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა