ავტორი:

კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, covid-19 ყვარელში სასწრაფოს ექიმს პირველადი ტესტირებით დაუდგინდა.

როგორც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეტაპზე აღნიშნული შემთხვევის კიდევ ერთხელ გადამოწმება მიმდინარეობს და ზუსტი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 16-ით გაიზარდა და 582 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 5025 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 540 პირი.

582 ადამიანიდან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 8 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 652-მდე გაიზარდა

"სხვათაშორის, კახეთი, საიდანაც ხათუნაა, ე.წ. მწვანე ზონაა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატას გურიაც" - ამირან გამყრელიძე

"მეუღლე მიყვებოდა - პარკში ერთი ბავშვი მეორეს ჩაეხუტა, დედები ცდილობდნენ ისინი ერთმანეთს მოეწყვიტათ... ძნელი საყურებელია" - იმნაძე