ავტორი:

"მეუღლე მიყვებოდა - პარკში ერთი ბავშვი მეორეს ჩაეხუტა, დედები ცდილობდნენ ისინი ერთმანეთს მოეწყვიტათ... ძნელი საყურებელია" - იმნაძე

"მეუღლე მიყვებოდა - პარკში ერთი ბავშვი მეორეს ჩაეხუტა, დედები ცდილობდნენ ისინი ერთმანეთს მოეწყვიტათ... ძნელი საყურებელია" - იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, როგორც მშობლებს, ასევე ბავშვებს გარეთ გასეირნების რეკომენდაცია ეძლევათ.

თუმცა როგორ მან აღნიშნა, აუცილებელია ასეთ შემთხვევაში დაცული იყოს სოციალური დისტანცია.

"დავრჩეთ სახლში, მაგრამ ხანდახან გამოვიდეთ ხოლმე იმიტომ, რომ გაზაფხულია, სუფთა ჰაერზე სეირნობა ძალიან კარგია.

ბავშვების გაყვანა გარეთ უკვე შეიძლება. ვიცი, რომ ძნელია მათი სახლში გაჩერება. მეუღლე მიყვებოდა, პარკში ნახა, ერთი ბავშვი გაიქცა და მეორეს ჩაეხუტა... დედები ცდილობდნენ ეს ბავშვები ერთმანეთს მოეწყვიტათ. ძნელი საყურებელია. სამწუხაროდ, ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება.

ბავშვებიც და ჩვენც უნდა გავიდეთ სუფთა ჰაერზე, თუმცა ვეცადოთ სოციალური დისრტანცირება დავიცვათ. სადაც ხალხმრავლობა შეგხვდება, იქ ნუ ვისეირნებთ.

ანუ ვამკვიდრებთ ახალ სლოგანს: „ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება", - აღნიშნა იმნაძემ.

ზუგდიდში კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდასტურდა

საჩხერეში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულ ბიზნესმენს ბრალი წარედგინა

"სიმშვიდის კუნძული" - რას წერს Washington Post საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ