ავტორი:

"დღეს გარდაცვლილ ქალს აღენიშნებოდა მორბიდული სიმსუქნე, ქრონიკული პათოლოგიები..." - ლევან რატიანი

"დღეს გარდაცვლილ ქალს აღენიშნებოდა მორბიდული სიმსუქნე, ქრონიკული პათოლოგიები..." - ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, დღეს გარდაცვლილი პაციენტი 72 წლის ქალია, რომელიც საავადმყოფოში 14 აპრილს მოათავსეს. მისივე განმარტებით, ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"ძირითადი დიაგნოზი ეს არის კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე მიოკარდიულ-ვირუსული ენდოკარდიტის დიაგნოზით, სეფსისი, სეპტიური შოკი. ანამნეზი დატვირთულია ქრონიკული პათოლოგიებით.

ანამნეზში ამ ქალს აღენიშნებოდა გულის უკმარისობა, მეორე-მესამე კლასის, არტერიული ჰიპერტენზია, მორბიდული სიმსუქნე.

მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, სამწუხაროდ, ამ დილისთვის დაფიქსირდა გულის გაჩერება და ბიოლოგიური სიკვდილი,“- განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 16-ით გაიზარდა და 582 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 5025 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 540 პირი.

582 ადამიანიდან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 8 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 652-მდე გაიზარდა

"სხვათაშორის, კახეთი, საიდანაც ხათუნაა, ე.წ. მწვანე ზონაა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატას გურიაც" - ამირან გამყრელიძე

"მეუღლე მიყვებოდა - პარკში ერთი ბავშვი მეორეს ჩაეხუტა, დედები ცდილობდნენ ისინი ერთმანეთს მოეწყვიტათ... ძნელი საყურებელია" - იმნაძე