ავტორი:

მოსკოვის სპორტკომპლექსებსა და სავაჭრო ცენტრებში საავადმყოფოები მოეწყობა - ქვეყნის 85 რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული ზრდაა

მოსკოვის სპორტკომპლექსებსა და სავაჭრო ცენტრებში საავადმყოფოები მოეწყობა - ქვეყნის 85 რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული ზრდაა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ქვეყნის 85 რეგიონში დაავადების კიდევ 10 633 შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში დადასტურებულ პაციენტთა რიცხვმა 134 687-ს მიაღწია.

ამასთან, რუსეთში ბოლო 24 საათის მანძილზე 58 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი საერთო ჯამში 1,280-ს შეადგენს.

გასულ 24 საათში რუსეთში კიდევ 1 626 ადამიანი გაეწერა საავადმყოფოებიდან. ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსისგან ქვეყანაში 16,600-ზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

მოსკოვი საგამოფენო სივრცეებში, სპორტულ კომპლექსებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში საავადმყოფოებს მოაწყობს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას მოემსახურება.

„ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ დიდ სავაჭრო ცენტრებს, სპორტულ კომპლექსებსა და საგამოფენო სივრცეებს შევარჩევთ, რათა იქ დროებითი საავადმყოფოები მოეწყოს“, - განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობონიანმა.

მისივე თქმით, ეს პროაქტიული ზომებია. დედაქალაქის მერის მოადგილემ პიოტრ ბირიუკოვმა კი აღნიშნა, რომ ასეთი სივრცეების მოსაწყობად მთელი რიგი ინფრასტრუქტურული ცვლილებები იქნება საჭირო. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით პაციენტების მისაღებად რუსეთის ხელისუფლება ათობით საავადმყოფოს არემონტებს.

ახალი ზელანდია და ავსტრალია "სამოგზაურო დერეფნის" გაკეთებას გეგმავენ - "ეს შეიძლება ტურიზმის აღსადგენად მსოფლიოსთვის მოდელად იქცეს"

"აშშ-ს აქვს მტკიცებულებები, რომ ჩინეთმა ყველაფერი გააკეთა კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის  დასამალად" - მაიკ პომპეო

კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი, რომელსაც მუშაობას აიძულებდნენ, რუსეთში საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა