ავტორი:

"მომსახურების საფასური შესაძლოა გაიზარდოს" - რისი შესრულება მოუწევთ სტომატოლოგიურ კლინიკებს იმისთვის, რომ მუშაობა განაახლონ

"მომსახურების საფასური შესაძლოა გაიზარდოს" - რისი შესრულება მოუწევთ სტომატოლოგიურ კლინიკებს იმისთვის, რომ მუშაობა განაახლონ

გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან აღდგება.

რისი გათვალისწინება მოუწევთ როგორც პაციენტებს, ისე სტომატოლოგებს პანდემიის პერიოდში - ამ საკითხებზე სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გოგილაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში" ისაუბრა.

მისი თქმით, სტომატოლოგიურ კლინიკებს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვა და ახალი ეკიპირების შეძენა მოუწევთ, რამაც შესაძლოა, მომსახურების ხარჯები გაზარდოს.

"სტომამატოლოგია ერთ-ერთი რისკისშემცველი საქმიანობაა, განსაკუთრებით ამ ვირუსის პირობებში. რა თქმა უნდა, სტომატოლოგი ვერ დაიცავს ორმეტრიან დისტანცას, თუმცა ჩვენ მზად ვართ ყველა იმ ინდივიდუალური დაცვის საშუალებით ვიყოთ აღჭურვილი, რაც სტომატოლოგიურ კლინიკაში მომუშავე პერსონალს ევალება.

ასოციაციის ექსპერტთა საბჭომ შეიმუშავა დროებითი გაიდლაინები სტომატოლოგებისთვის, რომლითაც უნდა განხორციელდეს მკურნალობის პროცესი. დავყავით პროცედურები დაბალ, საშუალო და მაღალ რისკებად, მივუთითეთ, როგორი უნდა იყოს თითოეული პროცედურის განხორციელებისას სპეციალისტის ეკიპირება.

მაგალითად, პაროდონტოლოგიური მომსახურება დაკავშირებულია ყველაზე მაღალ რისკთან, გავწერეთ სპეციალური ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სტომატოლოგისა და მისი ასისტენტისთვის, როგორი უნდა იყოს ვენტილაცია, ინფრასტრუქტურა და ა.შ.

მტკივნეული საკითხია ხარჯები - იმისთვის, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკებმა შეძლონ მუშაობის გაგრძელება, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, მას ჰქონდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი. აქედან გამომდინარე, უხეშად რომ დავთვალოთ, მაგალითად პაროდონტოლოგიური პაციენტის მიღების დროს, საშუალოდ მინიმუმ 50 ლარით გაიზრდება სტომატოლოგის ეკიპირების ხარჯი. იგივე ფასით რომ დატოვო მომსახურება, მხოლოდ ეკიპირება გააძვირებს პროცედურას" - განაცხადა გოგილაშვილმა "საღამოს ნიუსრუმის" ეთერში.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას, სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, გარკვეულ ნაწილს სატელეფონო კონსულტაცია გაუწიეს, თუმცა იყო პაციენტიც, რომელსაც გადაუდებელი მომსახურება დასჭირდა:

"მაგალითად, ცოტა ხნის წინ დამირეკეს რომ ზუგდიდში ინფიცირებულ პაციენტს სჭირდება სტომატოლოგიური დახმარება. ზუგდიდში ჩვენს წარმომადგენელს დავუკავშირდი, ხვალ ამ პაციენტს მიიყვანენ კლინიკაში და გაუწევენ გადაუდებელ დახმარებას ყველა წესის დაცვით" - განაცხადა გოგილაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 652-მდე გაიზარდა

"სხვათაშორის, კახეთი, საიდანაც ხათუნაა, ე.წ. მწვანე ზონაა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატას გურიაც" - ამირან გამყრელიძე

"მეუღლე მიყვებოდა - პარკში ერთი ბავშვი მეორეს ჩაეხუტა, დედები ცდილობდნენ ისინი ერთმანეთს მოეწყვიტათ... ძნელი საყურებელია" - იმნაძე