ავტორი:

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევაა - გუბერნატორი

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევაა - გუბერნატორი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 6 სოფელ მუშევანში, 3 სოფელ გეტაში და ერთი სავანეთში. როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ათივეს ინფიცირების წყარო და კონტაქტები ცნობილია.

„გუშინ ძალიან ნაყოფიერი მუშაობა გაწიეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში და ყველა დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ეპიდემიოლოგებმა საკვლევი მასალის აღების კუთხით. მხოლოდ ბოლნისში 174 საკვლევი მასალა იქნა აღებული იმ ახალი გავრცელების მჭიდრო კავშირებიდან, რომელთა გადაზღვევა და მდგომარეობის გარკვევა აუცილებელია. დღეის მდგომარეობით ამ კავშირებიდან გვაქვს მუშევანში 6 დადასტურებული ფაქტი და ვიცით კონტაქტები, ასევე სავანეთში ერთი დადასტურებული ფაქტია და ქალი, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია, იყო კარანტინში. სამი ფაქტი გვაქვს სოფელ გეტაში იმ პირველწყაროსთან კონტაქტებში, ანუ მის ოჯახშია შემდგომი გავრცელება“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე რუსთავში, მარნეულში და თეთრიწყაროში დაავადების გავრცელების ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება. ქვემო ქართლის რეგიონში ამ ახალ შემთხვევებთან ერთად, კოვიდ ინფიცირების 194 დადასტურებული ფაქტია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 604-მდე გაიზარდა

"კორონავირუსით გარდაცვლილი მე-9 პაციენტი რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირებული სპორტსმენის დედაა" - ლალი ტურძელაძე

საქართველოში კორონავირუსით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა