ავტორი:

#მოუსმინეწიგნებს - აუდიოწიგნები ყველა ჟანრისა და ასაკის მიხედვით

#მოუსმინეწიგნებს - აუდიოწიგნები ყველა ჟანრისა და ასაკის მიხედვით

აუდიოწიგნები დღითი დღე ხდება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. წიგნების მოსმენა გვაძლევს შესაძლებლობას, სასურველ ლიტერატურას ნებისმიერ დროსა და ადგილას გავეცნოთ: რიგში დგომისას, ვარჯიშისას, სახლის დალაგების დროს ან ძილის წინ. აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge კი უკვე 200-ზე მეტ გახმოვანებულ წიგნს გვთავაზობს ჟანრების მრავალფეროვნებითა და ჩვენი ასაკის ინტერესების მიხედვით.

ასე მაგალითად:

ჯერომ სელინჯერი - „თამაში ჭვავის ყანაში“

წიგნის მთავარი გმირი ჰოლდენი ამბობს: „წიგნი ისეთი უნდა იყოს რო წაიკითხავ უნდა მოგინდეს რო მისი დამწერი შენი გადაბმული ძმაკაცი იყოს, აი ისეთი რო დაურეკავ და ნებისმიერ რამეზე ებაზრები, თუნდაც შუაღამისას…“ - ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კი ნამდვილად გვიჩნდება სურვილი ჯერომ სელინჯერის ახლოს გაცნობისა.

ჯეინ ოსტინი - „გონება და გრძნობა“

ორი და, ორი სრულიად განსხვავებული ხასიათი: ერთი მხრივ, მშვიდი და წინდახედული ელინორი, რომლის ხვედრი სხვათა ნუგეშისცემაა, მეორე მხრივ კი, მგრძნობიარე და იმპულსური მარიანა. დიდი ტკივილისა და მრავალი განსაცდელის შემდეგ რწმუნდებიან დები, რომ გრძნობა მხოლოდ საღ აზრთან ერთად იძლევა ბედნიერების შანსს საზოგადოებაში, რომელშიც ფული და სოციალური სტატუსი ბატონობს. სწორედ ორი დის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე გვიამბობს ჯეინ ოსტინის პოპულარული რომანი "გონება და გრძნობა".

დენიელ ჰ. პინკი - Drive – რა გვამოძრავებს სინამდვილეში? მოტივაციის საიდუმლო

როგორ უნდა შეუქმნა მოტივაცია ადამიანებს სამსახურში, სკოლასა და სახლში? დაივიწყე ყველაფერი, რაც ამ თემაზე იცოდი. დენიელ ჰ. პინკი ყველა პარადიგმას არღვევს. წარსულს ჩაბარდა „დასჯა-წახალისების“ მეთოდი. დღეს აქტუალურია მოტივაციის სამი ელემენტი: ავტონომია – სურვილი, მართო საკუთარი ცხოვრება; დაოსტატება – უნარი, გახდე უკეთესი შენს საქმიანობაში; მიზანი – სწრაფვა, იყო რაღაც უფრო მნიშვნელოვანის შემადგენელი ნაწილი.

ჯეიმზ დაშნერი - „ელვარების კოდი“

ოდესღაც სამყაროს აღსასრული დადგა. ტყეები გადაიწვა, ტბები და მდინარეები დაშრა. ვირუსმა მთელი პლანეტა დააავადა, ოჯახები გაანადგურა, ძმას ძმა მოაკვლევინა. მერე კი გამოჩნდა უკეთური... ისინი პასუხებს ეძებდნენ. მათ იპოვეს იდეალური ბიჭი. ამ ბიჭს თომასი ერქვა. მან გაამჟღავნა საიდუმლოებები. შეიტყო არნახული ერთგულების ამბები.

დევიდ ბედიელი - „საოცნებო მშობლები“

ბარი ამბობს: „მე მინდა მყავდეს უკეთესი მშობლები“ და უცებ მთელი ოთახი რყევას იწყებს. ბარი ბენეტს თავისი სახელი სძულს. ეს მეორე პუნქტია იმ სიაში, რომელშიც ჩამოთვლილია, რას უწუნებს მშობლებს. სულ კი ათი მიზეზი აქვს, რატომაც უკეთეს დედ-მამაზე ოცნებობს. თუმცა, ისეთი სამყაროც არსებობს, სადაც პატარების მშობლებს თვითონ ირჩევენ. ამ სამყაროში მოხვედრა ბარისთვის სანუკვარი ოცნების ახდენას ნიშნავს. მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს...

იმისათვის, რომ ისარგელოთ აუდიოწიგნებით, უნდა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე gudabooks.ge და ჩამოტვირთოთ აპლიკაცია „გუდა“.

დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე: https://www.gudabooks.ge/instruqcia/

მოსასმენი ზღაპრები და მოთხრობები პატარებისთვის - ტოპ 5 აუდიო წიგნი

ელიფ შაფაქის „სიყვარულის 40 წესი“, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, სპეციალურ ფასად გამოვიდა

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (მეჩვიდმეტე თავი)