ავტორი:

თუ პანდემიის დროს სახლის ყიდვა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ ეს წესები სწორი არჩევანის გასაკეთებლად

თუ პანდემიის დროს სახლის ყიდვა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ ეს წესები სწორი არჩევანის გასაკეთებლად

COVID-19-ის პანდემიამ ცხოვრების რეჟიმი სრულიად შეცვალა. ახალი რეალობა გაურკვეველი ვადით ითხოვს ცხოვრებისა და საქმიანობის დისტანციურ გაგრძელებას. თუმცა, ამ შეზღუდული შესაძლებლობების რეჟიმში, არის რიგი საკითხები, რომელიც აუცილებელ გადაწყვეტასა და განხორციელებას საჭიროებს.

ერთ-ერთი ასეთი, შესაძლოა იყოს ახალი საცხოვრებელი ადგილი, რომლის მოძებნაც პრე-ვირუსულ პერიოდშიც გქონდათ დაგეგმილი ან მოულოდნელად დაგჭირდათ. უძრავი ქონების განცხადებების საიტი SS.GE გთავაზობთ გასათვალისწინებელ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ახალი ბინის შერჩევისას.

  • როგორ მოვემზადოთ დათვალიერებისთვის

სანამ ბინის დასათვალიერებლად წახვალთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ როგორც საკუთარი, ასევე გარშემომყოფების უსაფრთხოება. შეიმოსეთ შესაბამისად, გაიკეთეთ სამედიცინო ხელთათმანი, რადგან სავარაუდოდ, საკმაოდ ბევრ რამესთან მოგიწევთ შეხება. აუცილებლად გაიკეთეთ სამედიცინო პირბადე ან სახის დამცავი ფარი. თან იქონიეთ სადეზინფექციო ხსნარი. თუ გრძელ თმას ატარებთ, უმჯობესია, შეიკრათ.

შერჩეულ ბინაში ვიზიტამდე გაეცანით რა დაწესებულებებია ახლომახლო, ხომ არ არის ისეთი ნეგატიური ფაქტორები, რომლებსაც თქვენ ვერ შეცვლით: ავტომაგისტრალი, მავნე ან ხმაურიანი წარმოება, სავაჭრო ცენტრი 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით. თუ სართული დაბალია, უნდა დაინტერესდეთ, მის ქვემოთ ხომ არ გადის მეტროპოლიტენის ხაზი.

ვიზიტამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ პანდემიის გავრცელების რისკი და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ეცადეთ გაარკვიოთ, იმავე ან მიმდებარე შენობებში, ხომ არ დაფიქსირებულა ვირუსის გავრცელება. ამ შემთხვევაში უმჯობესია ბინის მონახულება სხვა დროისთვის გადადოთ.

  • დღის რომელი მონაკვეთი უნდა შეარჩიოთ

რადგან საქართველოში 21:00-დან 00:06-მდე კომენდანტის საათია ამოქმედებული, ვიზიტი არ დაგეგმოთ საღამოს საათებში. მითუმეტეს მაშინ, როცა ბინის დათვალიერება ისედაც დღის ნათელ მონაკვეთში სჯობს - ასე თქვენ შეძლებთ გაიგოთ ბინა ნათელია თუ ბნელი. ამასთან, დღის შუქზე ნებისმიერი პრობლემა ნათლად გამოჩნდება.

სასურველია, ბინა დაათვალიეროთ მარტომ, როგორც უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე სხვა პირთა სუბიექტური შეფასებების გარეშე. თუკი ბინის დათვალიერება მეპატრონესთან ერთად ხდება, შეეცადეთ დაიცვათ დისტანცია, რაც გულისხმობს ახლო კონტაქტის არქონას.

როგორ დავათვალიეროთ ბინა

გამყიდველი, როგორც წესი, არ აჩქარებს მყიდველს, თუ თავად არ ჩქარობს. თუ დათვალიერება მფლობელის გარეშე ტარდება, უძრავი ქონების აგენტი დათვალიერების დროს არ ზღუდავს, თუმცა დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, უმჯობესია, უცხო ადამიანებთან ერთად, დახურულ სივრცეში ნაკლები დრო გაატაროთ.

დათვალიერებისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ დეტალებს:

  • სადარბაზოსა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობას
  • ლიფტის არსებობას
  • შესაძლებელია თუ არა მისი გადაკეთება
  • კედლების, ჭერის, იატაკის, ფანჯრებისა და კარებების მდგომარეობას
  • ვენტილაციისა და გათბობის სისტემებს
  • სანტექნიკას და გაზის მილებს
  • ხმაურის დონეს.

ნახეთ მეტი SS.GE-ზე

მაისის თოვლი - შთამბეჭდავი ფოტოები დათოვლილი ბაკურიანიდან

Facebook და Google საკუთარ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას წლის ბოლომდე მისცემენ

"7 მაისს, საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა..." - ერთი ტფილისური ჩვეულების ამბავი