ავტორი:

რუსთავში მომხდარ ავარიას 23 წლის მორაგბე ემსხვერპლა

რუსთავში მომხდარ ავარიას 23 წლის მორაგბე ემსხვერპლა

რუსთავში, 6 მაისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. გარდაცვლილი 23 წლის ნიკოლოზ კევლიშვილია, რომელიც ადგილობრივი სარაგბო კლუბის "რუსთავის ხარების" მორაგბე იყო.

შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა - მორაგბემ, რომელიც "მერსედესის" მარკის ავტომობილს მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებული უგონო მდგომარეობაში კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კლუბის წევრის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს "რუსთავის ხარები". კლუბის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც კევლიშვილი სარაგბო კარიერაზე საუბრობს. მისი თქმით, 13 წლის ასაკში მივიდა "რუსთავის ხარებში" და მას შემდეგ მათი წევრია:

"სულ ახლახანს ჩავწერეთ ეს ინტერვიუ და წინ ბევრი გეგმა ჰქონდა... მათ შორის უახლოეს მომავალში ჩემპიონობა უნდოდა რომ ეზეიმა... დღეს ეს საოცრად პოზიტიური ადამიანი და საუკეთესო მორაგბე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა... შენ მუდამ ჩვენ გულში იქნები ნიკა" - ვკითხულობთ ვიდეოს კომენტარში.

3-დღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს - ფოტოები საძიებო ოპერაციიდან

"თანმხლები მძიმე დაავადებების შედეგად გარდაიცვალა" - კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 45 წლის ქალია

საქართველოში კორონავირუსით მე-10 პაციენტი გარდაიცვალა