ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით მე-10 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მე-10 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეათე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, პაციენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 623 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 288 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 4702 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 459 პირი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

"თანმხლები მძიმე დაავადებების შედეგად გარდაიცვალა" - კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 45 წლის ქალია

კორონავირუსით უცხოეთში მყოფი საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული, გარდაცვლილია 13 ადამიანი

რუსთავში მომხდარ ავარიას 23 წლის მორაგბე ემსხვერპლა