ავტორი:

იტალიაში ქართველმა ვანდალებმა ომის მემორიალზე ქართული წარწერა გააკეთეს - რას წერს იტალიელი მერი ინციდენტზე

იტალიაში ქართველმა ვანდალებმა ომის მემორიალზე ქართული წარწერა გააკეთეს - რას წერს იტალიელი მერი ინციდენტზე

იტალიის ქალაქ გრავინა ინ პულიაში, ქართველმა ვანდალებმა ომში დაღუპულთა მემორიალზე ქართული წარწერა გააკეთეს. ზაოდი - იკითხება წითელი საღებავით გაკეთებულ წარწერაზე, რაც ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელწოდებაა (ავტოქარხანა, ზაოდი).

მემორიალზე გაკეთებული წარწერის ფოტო იტალიის ქალაქის მერმა ალესიო ვალენტემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა ტექსტით:

"იდიოტები - სამშობლოსა და ხელოვნების გარეშე. ღამით, ომში დაცემულების მემორიალი შეღებეს. სერიოზული შეურაცხყოფაა იმ ადამიანების ხსოვნის, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლის ფასად მისცეს ამ იდიოტებს შანსი, ეცხოვრათ თავისუფალ სამყაროში.

საქმე ძიებაშია და იმედი გვაქვს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერებით დავადგენთ პასუხისმგებელ პირებს: მათი გამოვლენის შემთხვევაში, ზარალის ანაზღაურებისთვის, ისინი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს გააკეთებენ.

იმედს ვიტოვებ, ისინი გააცნობიერებენ ამ საშინელ საქციელს და ეყოფათ გამბედაობა, თავად გამოასწორონ ზარალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირობას ვდებ, დღეს, ან ხვალ მუნიციპალიტეტი გაასუფთავებს მონუმენტს" - ნათქვამია გრავინა ინ პულიას მერის განცხადებაში.

ფოტოს უამრავი იტალიელის კომენტარი ახლავს, რომლებიც აღშფოთებას ვერ მალავენ:

"იმ დაცემულების გვარებს შორის, რომლებიც მონუმენტზეა, მამაჩემის ბაბუის სახელიცაა. განრისხებული ვარ, როგორც მისი შთამომავალი და როგორც იტალიის მოქალაქე. სიტყვები არ მყოფნის!"

"მინდა შემოგთავაზოთ ჩემი დახმარება, ამ მონუმენტის გასუფთავების საქმეში. მასზე ჩემი გვარიცაა და ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო... არ მესმის, რა ადამიანები არიან, ვისაც ამის გაკეთება შეუძლიათ, მათ არავითარი პატივისცემა არ აქვთ არავის მიმართ. მრცხვენია მათ გამო და მეცოდებიან ისინი"

"რა დეგრადაციაა! იმის ნაცვლად, ასეთ დროს სახლებში დარჩნენ, ქუჩებში დადიან და ვანდალობენ!" - წერენ იტალიელები და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.

კომენტარებში რამდენიმე ქართველიც წერს, რომლებიც ბოდიშს იხდიან მონუმენტზე ვანდალების მიერ დატოვებული ქართული წარწერის გამო.

"მე აივ-ინფიცირებული ვარ და ახლა მეოთხე შვილს ველოდები" - ქალი უმძიმესი წარსულით, რომელიც ციხეში მოძალადე ქმრის მკვლელობისთვის იჯდა

"ულამაზესი ორსული ხარ" - მომღერალი ნინა სუბლატი პირველ შვილს ელოდება (ფოტო)

"ხედავთ, სადამდე მიდის პანიკური ფანტაზიები? მაგ ლოგიკით მამაო, იქნებ გემრიელი სადილის დროს "გჩიპავენ" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ვაქცინაზე