ავტორი:

"ყველას, ვინც გამომწვევად ამბობს, რომ კანონს არ დაემორჩილება, პოლიცია გასცემს პასუხს" - გიორგი გახარია

"ყველას, ვინც გამომწვევად ამბობს, რომ კანონს არ დაემორჩილება, პოლიცია გასცემს პასუხს" - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ადამიანს, ვინც ამბობს, რომ კანონს არ დაემორჩილება, პოლიცია შესაბამის კანონიერ პასუხს გასცემს. ასე გამოეხმაურა გახარია ცალკეული პირების განცხადებას, რომლებიც ამბობენ, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მასშტაბურ შეკრებებს გეგმავენ.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პოლიციამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ შესწევს ძალა, კანონის დარღვევას ლეგიტიმურად უპასუხოს, თან ისე, რომ მოქალაქეებზე დიდი ზრუნვა გამოავლინოს.

"ყველა იმ ადამიანს, ვინც ამბობს, თან გამომწვევად, რომ არ დაემორჩილებიან კანონს, რა თქმა უნდა, პოლიცია გასცემს შესაბამის, კანონის ფარგლებში პასუხს. არაერთხელ დაუმტკიცებია ჩვენს პოლიციას, რომ შესწევს ძალა, კანონის დარღვევას უპასუხოს ლეგიტიმურად და ისე, რომ თან გამოავლინოს საკმაოდ დიდი ზრუნვა თითოეულ მოქალაქეზე", - განაცხადა პრემიერმა.

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გახანგრძლივდება

LIVE: "360 გრადუსი" - სალონ V&M-ის დირექტორი ვაჟა სუჯაშვილი, ანზორ ბიწაძე, თამარ კორძაია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"