ტკბილი წიწაკა სისხლძარღვებს ამაგრებს

ტკბილი წიწაკა სისხლძარღვებს ამაგრებს

ეს არაჩვეულებრივი პოლივიტამინების პრეპარატი თვითონ ბუნებამ შექმნა. საკვებში მისი მეტ-ნაკლებად რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს თმის ძირებისა და ფრჩხილების გამაგრებას, მოზარდებში - ფერისმჭამელების გაქრობას. გაციების დროს გამოიყენება, როგორც პროფილაქტიკური საშუალება.

ტკბილი წიწაკა დიდი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას (1-2 წიწაკაში მისი დღიური ნორმაა), თუმცა C ვიტამინის ლომის წილი უშუალოდ ნაყოფის ყუნწის სიახლოვესაა. ამიტომ ყუნწისა და თესლებისაგან გათავისუფლების დროს დიდი ნაწილი არ მოაჭრათ. ტკბილი წიწაკა ასევე მდიდარია P ვიტამინით, რომელიც ასკორბინის მჟავასთან ერთად კაპილარებს ამაგრებს და სისხლძარღვების კედლების ელასტიკურობას ზრდის.

წიწაკაში უხვადაა კაროტინი (წითელ ნაყოფში სამჯერ მეტია, ვიდრე მწვანეში). ის ასევე შეიცავს გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას, ცილებს, ცხიმებს, B ჯგუფის ვიტამინებს, კალიუმს, კალციუმს, ნატრიუმს, რკინას, ფოსფორსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. მოკლედ, წიწაკა შეუდარებელია ენერგიის შემცირების, ქრონიკული დაღლისა და ვიტამინების ნაკლებობის დროს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი