ავტორი:

საქართველოში 28 გრადუსამდე დათბება - როგორია უახლოესი ერთი კვირის ამინდის პროგნოზი

საქართველოში 28 გრადუსამდე დათბება - როგორია უახლოესი ერთი კვირის ამინდის პროგნოზი

დღეს და ხვალ, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოში +23-დან +28 გრადუსამდე დათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +19-დან +24 გრადუსამდე.

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექი ყველგან შეწყდება. დღეიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს. კერძოდ, დღეს და ხვალ, დასავლეთ საქართველოში +23-დან +28 გრადუსამდე დათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +19-დან +24 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა დაფიქსირდეს.

13 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში ისევ მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. დასავლეთ საქართველოში ყველგან იწვიმებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ისევ გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა +20 +25 გრადუსის ფარგლებში იქნება. 19 მაისს ისევ გამოიდარებს“, - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ჩრდილო-დასავლეთის ქარია მოსალოდნელი 13 მაისს, დანარჩენ დღეებში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

"პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"დაბინძურებულ წყალში თვეში 100-150 ლარის გადახდა გვიწევს" - ხმაური და დაპირისპირება ლაგოდეხში

ძლიერი სეტყვა ფონიჭალაში - ფოტოები ადგილიდან