ავტორი:

ახალი დეტალები კორონავირუსით გარდაცვლილ მეთერთმეტე პაციენტზე - COVID-19-ს მისი მეუღლეც ემსხვერპლა

ახალი დეტალები კორონავირუსით გარდაცვლილ მეთერთმეტე პაციენტზე - COVID-19-ს მისი მეუღლეც ემსხვერპლა

კორონავირუსით დღეს საქართველოში მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა. ის 81 წლის მამაკაცი იყო და ბათუმის „მედალფაში“ მკურნალობდა. გარდაცვლილი მამაკაცი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ექიმების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღე მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. მამაკაცს ჰქონდა ქრონიკული დაავადებები, ასევე გადატანილი ინსულტი.

"პაციენტს ჰქონდა საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები, რამაც მდგომარეობა დაამძიმა, განვითარდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დარღვევები და დადგა ლეტალური გამოსავალი. თავიდან, ის მკურნალობდა თერაპიულ განყოფილებაში, დამძიმების შემდეგ კი, გადავიყვანეთ რეანიმაციულ განყოფილებაში" - განაცხადა ბათუმის "მედალფას" კლინიკურმა დირექტორმა ალექსი გოხელაშვილმა.

კორონავირუსმა 81 წლის მამაკაცის მეუღლეც იმსხვერპლა. 73 წლის ქალია, რომელიც ასევე "მედალფაში" 8 აპრილიდან მკურნალობდა, 8 აპრილს გარდაიცვალა. მოხუც ქალს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 652-მდე გაიზარდა

"სხვათაშორის, კახეთი, საიდანაც ხათუნაა, ე.წ. მწვანე ზონაა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატას გურიაც" - ამირან გამყრელიძე

"მეუღლე მიყვებოდა - პარკში ერთი ბავშვი მეორეს ჩაეხუტა, დედები ცდილობდნენ ისინი ერთმანეთს მოეწყვიტათ... ძნელი საყურებელია" - იმნაძე