ავტორი:

"საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს" - ილია მეორე

"საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს" - ილია მეორე

ღვთისმშობლის წილხვედრილობისა და ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულებთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრო, პატრიარქის თქმით, უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი.

"გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს ანდრია პირველწოდებულის დღეს და საქართველოს ეკლესიის და ერის ღვთისმშობლის წილხვედრად აყვანებას. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ ჩვენ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. უფალი ხედავს წარსულს, აწმყოს და მომავალს როგორც დღევანდელ დღეს.

უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი. უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს ასევე სხვა ერების ცხოვრებაზე. თქვენ გახსოვთ "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ რომ ენითა განიკითხების მთელი მსოფლიო. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. ვმადლობთ ყველაფრისათვის, განსაცდელისა, სიხარულისა, გაჭირვებისა, ყველაფრისათვის ვმადლობთ უფალს. უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი და ეს პატრონობა ყოველდღე ჩანს“, - განაცხადა პატრიარქმა.

ამასთან, პატრიარქის განჩინების თანახმად, ღვთისმშობლის წილხვედრილობის დღესასწაული მთელი კვირის მანძილზე აღინიშნება.

"ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა. ჩვენ დღეს შევასრულებთ სამადლობელ პარაკლისს და მადლობას შევსწირავთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ამისთვის იყო განჩინება დაწერილი ჩემ მიერ, რომ მთელი კვირა იქნება დღესასწაული წილხვედრილობის. მთელი კვირის განმავლობაში ქართველი ერი იზეიმებს ამ დიდ დღესასწულს. დალოცვლი იყავით, გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, -განაცხადა პატრიარქმა.

12 მაისს საქართველოში წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება. ბიბლიური ლიტერატურის თანახმად, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს.

"როგორ ელოდნენ ამ საბუთს ქართველი არალეგალები, რამხელა ბედნიერებაა მათთვის" - რა შეცვალა იტალიის მთავრობამ ემიგრანტებისთვის

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 652-მდე გაიზარდა

"სხვათაშორის, კახეთი, საიდანაც ხათუნაა, ე.წ. მწვანე ზონაა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატას გურიაც" - ამირან გამყრელიძე