ავტორი:

იქნება თუ არა ახალ წელს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა - პაატა იმნაძის პასუხი

იქნება თუ არა ახალ წელს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა - პაატა იმნაძის პასუხი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დაავადება (კორონავირუსი) "მობრუნდება".

აღნიშნულ საკითხზე მან აჭარის ტელევიზიის ეთერში, გადაცემაში - "თავისუფალი სივრცე“ ისაუბრა. იმნაძე არ გამორიცხავს იმასაც, რომ შესაძლოა, ახალ წელს ქვეყანა საგანგებო მდგომარეობით შეხვდეს. მისი თქმით, ეს დამოკიდებული იქნება იმ პერიოდში ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ ახალ წელს საგანგებო მდგომარეობით შევხვდეთ, იმნაძემ ასე უპასუხა:

"ვნახოთ, ვნახოთ...არც ისეთი დიდი ქვეყანა ვართ. მსოფლიოში რაც იქნება, იქნება საქართველოშიც. ვნახოთ, როგორი იქნება სიტუაცია შემოდგომის ბოლოს, ზამთარში.

დიდი ალბათობით, დაავადება მობრუნდება. ვაქცინა შეიძლება არ მოესწროს მანამდე, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ რაიმე ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება მანამდე იქნება, რაც უკეთესად მართვის საშუალებას მოგვცემს“, - აღნიშნავს პაატა იმნაძე.

ნახეთ ვიდეო

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც დაწესდა მთელი რიგი შეზღუდვები. ქვეყანაში მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათიც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმი 22 მაისის ჩათვლითაა გამოცხადებული.

ქუთაისში სპორტის მუზეუმის დირექტორი ზურაბ ჯავახაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

კორონავირუსით ბერ-დიაკონი კირიონი გარდაიცვალა

რას უკავშირდება ბოლო ორ დღეში დაფიქსირებული ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?