ავტორი:

ტრაგედია სართიჭალაში - მოტოციკლისა და ავტომობილის შეჯახებას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ტრაგედია სართიჭალაში - მოტოციკლისა და ავტომობილის შეჯახებას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

სართიჭალაში მომხდარ ავტოავარიას ახალგაზრდა ქალისა და მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ქალი და მამაკაცი მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდები ადგილზევე დაიღუპნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ჩოხატაურის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გაბრიელ სალოსის გამზირზე პატრულის თანამშრომელი სამსახურებრივი მანქანით ქვეითს დაეჯახა - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო