ავტორი:

"ზაფხულისთვის ბინების ფასები დაიკლებს" - რა პროგნოზს აკეთებენ უძრავი ქონების ექსპერტები

"ზაფხულისთვის ბინების ფასები დაიკლებს" - რა პროგნოზს აკეთებენ უძრავი ქონების ექსპერტები

თბილისში, ბოლო თვეების განმავლობაში, უძრავი ქონების შეძენის მსურველთა რაოდენობა 33%-ით შემცირდა. მიზეზი, რა თქმა უნდა, კორონა ვირუსის ეპიდემიაა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ლარი კატასტროფულად გაუფასურდა. ბოლო თვეების განმავლობაში, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 69 პუნქტით დაეცა. ექსპერტები გაუფასურების მთავარ მიზეზად კორონავირუსს ასახელებენ.

მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების ფასები, ამ ეტაპისთვის სტაბილურია, ss.ge-ს ანალიტიკოსების აზრით, მაისში ფასი კლებას დაიწყებს და უძრავ ქონებაში ინვესტიციის კაპიტალი ყველაზე ხელსაყრელი და გამართლებული სწორედ ამ პერიოდში იქნება.

„დოლარის დანაზოგის დროზე ადრე დახარჯვა არ ღირს, რადგან ზაფხულისთვის მოსახლეობის გადახდისუნარიანობა საკმაოდ დაბალი იქნება. შესაბამისად, მოსალოდნელია ფასებმა დაიკლოს. სწორედ ამ დროს უძრავ ქონებაში ფულის ჩადება უფრო გამართლებული იქნება. თუმცა, ის ადამიანები, ვისაც ქონების შეძენა სურდათ კორონა ვირუსის ეპიდემიის კრიზისამდე, უძრავ ქონებას ss.ge-ზე ახლაც აქტიურად ეძებენ“, - ამბობენ ss.ge-ში.

მათივე პროგნოზით, ახლო მომავალში ასვევე მომგებიანი იქნება კომერციული ქონების შეძენაც: „კრიზისის გამო, მისი ფასი ეცემა, ხოლო ყოველი კრიზისისა და სტაგნაციის შემდეგ განვითარების პერიოდი იწყება. უძრავი ქონების შეძენისათვის, კრიზისის პერიოდი ყველაზე ხელსაყრელ დროდ ითვლება. უძრავი ქონების ბაზარი, დროდადრო, კარანტინის პირობებში ფუნქციონირებასაც მოერგება“, - აცხადებენ ss.ge-ში.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელები აგრძელებენ უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და სიახლეების მიღებას SS.ge-ის დახმარებით. ვებ-გვერდის გუნდი კი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და უზრუნველყოფს როგორც უძრავი ქონების მაძიებლების, ასევე განმთავსებლებისათვის კომფორტული და ადაპტირებული გარემო შექმნას.

ბინების ფასების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით SS.ge-ის ვებ-გვერდს

როგორ აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობა

რომელი სალონები ვერ გაიხსნება ხვალიდან

გადაამოწმეთ ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში - შემოსავლების სამსახურმა საძიებო სისტემა შექმნა